YSU-ს პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში და თანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს 21 ოქტომბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ჩვენი გაერთიანების გაცნობითი პრეზენტაცია, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჩვენი საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი კვლევები, სოციალური და სამეცნიერო პროექტები. ასევე, მსურველებს მიეცათ ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალება, შეხვედრის ბოლოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას შორის გაფორმდა მემორანდუმი. შეხვედრაზე დასწრება იყო თავისუფალი და იგეგმებოდა მხოლოდ ერთ ენაზე შეხვედრის…

10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ყოველწლიურად ამ დღის თემატური დატვირთვა იცვლება საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე. 2016 წლის თემა გახლდათ “პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება”, რაც მოიცავს არა მხოლოდ მძიმე დაავადებების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობას. ამ დღეს ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ. საქართველოს ფსიქიატრები,…

აქცია ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად

ფლაიერის ჩამოტვირთვა        ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ყოველწლიურად განიხილება ამ სფეროში არსებული პრობლემები, ასევე, იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ასამაღლებლად. 2016 წლის 10 ოქტომბრის თემაა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება. ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, მისი გადაჭრა მხოლოდ მედიცინის საშუალებით ვერ მოხერხდება,…

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კონფერენცია

ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში 25 სექტემბერს სასტუმრო “Rooms Hotel”-ში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ივანე თარხან-მოურავის დაბადების 170 წლისთავს. კონფერენცია ორგანიზებული იყო ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ. ჩვენი წევრებიდან მოხსენებით გამოვიდნენ რუსუდან გოლეთიანი, ელენე გველესიანი, ნანო კვარაცხელია, ვახტანგ თებიძე, ირაკლი მაცუკაშვილი და გიორგი…

საჯარო სემინარი “უსაფრთხოება იწყება აქედან”

2016 წლის 3 ივნისს “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ორგანიზებით თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეში” გაიმართა გაცნობითი შეხვედრა და საჯარო სემინარი თემაზე: “უსაფრთხოება იწყება აქედან!”. სემინარს უძღვებოდნენ გაერთიანების წევრები, ლიცენზირებული ეპიდემიოლოგები – დავით ჩოკოშვილი და ნინო ბუაჩიძე. მათ ისაუბრეს საავადმყოფოსშიდა ინფექციების და სხვა გართულებების პრევენციის მიზნით ხელების დაბანის, ქირურგიული ხელსაწყოების სტერილიზაციისა და დეზინფექციის მნიშვნელობის შესახებ. ამავე შეხვედრის…

რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი

2016 წლის 7-8 მაისს საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რადიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ექიმები მსოფლიოს 40მდე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ კონგრესის ორგანიზატორების კეთილი ნებით, ჩვენი ორგანიზაციისთვის გამოიყო ახალგაზრდული სექცია, რომელზეც ჩვენმა წევრებმა წარადგინეს მოხსენებები მათთვის საინტერესო საკითხებზე დიაგნოსტიკასა და რადიოთერაპიაში. დამსწრე ექიმებმა და პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ყველა მონაწილე სტუდენტმა აჩვენა…

სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები

2016 წლის 2 აპრილს გაიმართა ჩვენ მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და პოსტერები სიმსივნური პროცესების აღმოცენების, პროგრესირებისა და მკურნალობის მოლეკულური მექანიზმების შესახებ. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, როგორც სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები, ასევე, არაწევრები. პოსტერული პრეზენტაციების დიდი ნაწილი წარადგინეს ბიოლოგიის მიმართულების მაგისტრებმა თსუ-დან. კონფერენცია…

პროექტ “დაარღვიე სიჩუმე – არა ძალადობას!” ფარგლებში გამართულ თხზულებებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები

თხზულებების კონკურსი: 1) თამარ სამხარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის, მე-12 კლასის მოსწავლე. * * * 25 იანვარი: რომ დავიბადე, მშობლებმა მარიამი დამარქვეს. მერე რა, რომ ჩვენში მსგავსი სახელი არაა, მამამ იფიქრა, რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში სკოლის პერიოდში ბავშვები სახელის გამო არ დამცინოდნენ, მაგრამ ამ მხრივ გიუნელი არასდროს…

პროექტის “დაარღვიე სიჩუმე – არა ძალადობას!” სამმა დღემ წარმატებით ჩაიარა

ჩვენი პროექტის სამმა დღემ წარმატებითა და შესანიშნავი შედეგებით ჩაიარა. თითოეულმა მონაწილებ საკუთარი შესაძლებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა თხზულებებმა ჟიურის წევრები მნიშვნელოვნად მოხიბლა და, ამასთან ერთად, თითოეულმა მათგანმა, მონაწილეთა შეფასების შემდეგ, საკუთარი კომენტარი გააკეთა. ჩვენ მიერ მოწვეულმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ქალბატონმა…

იწყება რეგისტრაცია კონფერენციისთვის “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”

სტუდენტური ორგანიზაცია ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 2 აპრილს 12:00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”. ის განკუთვნილია მედიცინის და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და ონკოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის. ამ კონფერენციის მიზანია აკადემიური პირების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრების, ინტერაქტიული…