კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“

კონფერენცია „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“  პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ გახსნა. მან ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, სტუმრებზე და პარტნიორებზე ისაუბრა.   მარინა გიორგობიანმა 21-ე საუკუნეში  ჯანდაცვის გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს ამ სფეროში .   ოთარ გერზმავამ  კონფერენციის და ,ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.   საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ტერი ბიურტემ ისაუბრა მიზეზებზე თუ რატომ არის საჭირო ამ…

პროექტი ONCO2017 დასრულებულია

2018 წლის 21 იანვარს გაიმართა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ (YSU) საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში – Onco2017-ის დასკვნითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა ქვეყნის 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის – რეგიონებიდან. პროექტის მოკლე ანგარიში და დასკვნითი კონფერენციის პროგრამა მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და მონაწილეობა მიიღო 100-მდე სტუდენტმა. თითოეული უნივერსიტეტიდან შეირჩა საუკეთესო მონაწილეები, რომლებმაც თავიანთი…

სტრუქტურული ცვლილებები YSU-ში

ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. დღეს, 2018 წლის 16 იანვარს, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა პრეზიდენტობის პოსტი დაუთმო ვიცე-პრეზიდენტ ვახტანგ თებიძეს. მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის ოქტომბერში საიდ აჯიანცმა დააფუძნა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და ის ამ დროიდან ორგანიზაციის პრეზიდენტის, ხოლო ვახტანგ თებიძე კი – ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. დღეს საიდ აჯიანცმა ოფიციალურად გადასცა საპრეზიდენტო პოსტი…

[დასრულებული] განაცხადის ფორმა ONCO2017-ის ორგანიზებაში ჩართვის მსურველებისთვის

თუ გსურთ მოხალისის სახით ჩაერთოთ პროექტი Onco2017-ის ორგანიზებაში, შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადი. რეგისტრაცია დასრულებულია

მწუხარებას გამოვთქვამთ ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო

„ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“ მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში, რის გამოც ის მრავალი მედლითა და ორდენით იყო დაჯილდოვებული. გარდა ამისა, ბატონი ფრიდონი ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი გახლდათ და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისათვის. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ყოველთვის მხარს უჭერდა…

სსკ კლუბი VITALIS – საინფორმაციო შეხვედრა და ახალი წევრების მიღება

სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისი” აცხადებს ახალი წევრების მიღებას. ჩვენი კლუბი წარმოადგენს YSU-ს სტუდენტურ პლათფორმას. ჩვენთან გაწევრიანებისთვის პირველ ეტაპზე საჭიროა წევრობის განაცხადის ფორმის საშუალებით რეგისტრაციის გავლა. ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართება 3 ოქტომბერს, 16 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში. სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის განვითარების გზა, სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები. წევრობის განაცხადის მიღების…

YSU უერთდება 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს

ფოტოს წყარო: ფესტივალის ოფიციალური Facebook გვერდი ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU) 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს. გაერთიანების 10-ზე მეტი წევრი წარადგენს 8 მოხსენებას საინტერესო თემებზე მედიცინასა და მეცნიერებაში. წევრები წარდგებიან “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე”. ჩატარების თარიღი: 6 ოქტომბერი, 11:00 საათი. ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მისამართი: თბილისი, გოთუას ქ.14 დიდ მადლობას ვუხდით ივ.…

YSU-ს წევრები იმუნოლოგიის ეროვნულ კონგრესზე

დღეს, 28 ივნისს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით გაიმართა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის IX ეროვნული კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც. მათ წარმოადგინეს მოხსენებები იმუნოლოგიასთან და ალერგოლოგიასთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გამართულ დებატებში. ჩვენი ორგანიზაციიდან კონგრესზე წარმოდგენილი იყო 10 წევრი: ვახტანგ თებიძე მარიამ შავერდაშვილი სალომე ყიფშიძე…

ცნს კონფერენცია II

ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 9 დეკემბერს ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “ცნს კონფერენცია II”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც ზეპირ, ასევე – პოსტერულ პრეზენტაციებს. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს ხელმძღვანელობას უწევდნენ შესაბამის დარგში მომუშავე პროფესიონალები. კონფერენციაზე…

ტრენინგების ციკლი ლიდერობასა და მართვის ფსიქოლოგიაში

21 -22 ნოებერს  ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ ჩაატარა ტრენინგების ციკლი ლიდერობასა და მართვის ფსიქოლოგიაში. ტრენინგი 2-დღიანი იყო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ თეორიული ცონდა და გამოემუშავათ უნარ-ჩვევები, ტრენინგი ასევე მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, პრეზენტაციებს და  როლურ თამაშებს. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ლიდერობას და ლიდერობის ასპექტებს. ტრენინგს უძღვებოდნენ საიდ აჯიანცი და ხათუნა წიკლაური. ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთი…