წევრების მიღება “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრის” საორგანიზაციო ჯგუფში

იწყება წევრების მიღება “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრის” საორგანიზაციო ჯგუფში. ცენტრის მიზანია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ტრენინგების, ვორქშოფების, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, სემინარების, საჯარო დისკუსიებისა და ლექციების, ღია ონლაინ ლექციების წარმართვით. ტრენინგ ცენტრი იხელმძღვანელებს “სტანდარტების ამერიკული ნაციონალური ინსტიტუტის” (ANSI) მიერ აღიარებული “უწყვეტი განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო აკრედიტორის” (IACET) სტანდარტებით და გასცემს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატებს. საქმიანობა მოხალისეობრივია…

ტრენინგი “დასაქმების საფუძვლები”

   ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება კვლავ აგრძელებს საკუთარი წევრების ცოდნის ამაღლებასა და უნარჩვევების განვითარებაზე ზრუნვას. 2018 წლის 23 დეკემბერს “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” წევრებისათვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით “დასაქმების საფუძვლები – Employment Basics”    ტრენინგი ჩატარდა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრის” ორგანიზებით. ტრენინგს უძღვებოდნენ გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი აკაკი გავაშელიშვილი და ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრი…

თსა-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

  თბილისის სამედიცინო აკადემია წარმოგიდგენთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას. ეს გახლავთ საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს ცოდნის და უნარების გაზიარების მიზნით აერთიანებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს საშუალებას მისცემს, ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციებით წარადგინონ თავიანთი მოხსენებები.  გარდა ამისა, შეგიძლიათ შეუერთდეთ ექიმებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს. ორგანიზატორების მიზანია მონაწილეებისთვის ინოვაციების შთაგონება, სამედიცინო განათლების…

მემორანდუმი შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან”

2018 წლის 20 სექტემბერს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული სამეცნიერი გაერთიანებასა“ და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“  შორის გაფორმდა ურთერთთანამშრომბლობის მემორანდუმი. მემორანდუმი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის და ახალგაზრდებისათვის სასარგებლო საქმიანობის წარმართვას, რაც გულისხმობს  ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდების ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის თანახმად მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო პროექტების, კერძოდ…

უხილავი ძალა, ამოცანებით მიზნამდე!

„დასაბამიდან იყო სიტყვა“ და ამ სიტყვას უდიდესი დატვირთვა რომ აქვს ეს არაერთხელ თქმულა! ახლა კი, სწორედ სიტყვით ვეცდებით იმ ამაგის, ღვაწლის გამოთქმას, რომელიც უკავშირდება კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის“ ორგანიზებას. მეცნიერება, რომ შემოქმედებითი პროცესია, ალბათ, ამაში დამეთანხმება ჩვენი მსმენელი, მხედველი და რომ მას ძალიან სათუთი, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა სჭირდება. მით უმეტეს, როცა ახალგაზრდებს ეხება საქმე…

კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“

კონფერენცია „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“  პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ გახსნა. მან ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, სტუმრებზე და პარტნიორებზე ისაუბრა.   მარინა გიორგობიანმა 21-ე საუკუნეში  ჯანდაცვის გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს ამ სფეროში .   ოთარ გერზმავამ  კონფერენციის და ,ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.   საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ტერი ბიურტემ ისაუბრა მიზეზებზე თუ რატომ არის საჭირო ამ…

პროექტი ONCO2017 დასრულებულია

2018 წლის 21 იანვარს გაიმართა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ (YSU) საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში – Onco2017-ის დასკვნითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა ქვეყნის 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის – რეგიონებიდან. პროექტის მოკლე ანგარიში და დასკვნითი კონფერენციის პროგრამა მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და მონაწილეობა მიიღო 100-მდე სტუდენტმა. თითოეული უნივერსიტეტიდან შეირჩა საუკეთესო მონაწილეები, რომლებმაც თავიანთი…

სტრუქტურული ცვლილებები YSU-ში

ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. დღეს, 2018 წლის 16 იანვარს, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა პრეზიდენტობის პოსტი დაუთმო ვიცე-პრეზიდენტ ვახტანგ თებიძეს. მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის ოქტომბერში საიდ აჯიანცმა დააფუძნა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და ის ამ დროიდან ორგანიზაციის პრეზიდენტის, ხოლო ვახტანგ თებიძე კი – ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. დღეს საიდ აჯიანცმა ოფიციალურად გადასცა საპრეზიდენტო პოსტი…

[დასრულებული] განაცხადის ფორმა ONCO2017-ის ორგანიზებაში ჩართვის მსურველებისთვის

თუ გსურთ მოხალისის სახით ჩაერთოთ პროექტი Onco2017-ის ორგანიზებაში, შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადი. რეგისტრაცია დასრულებულია

მწუხარებას გამოვთქვამთ ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო

„ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“ მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში, რის გამოც ის მრავალი მედლითა და ორდენით იყო დაჯილდოვებული. გარდა ამისა, ბატონი ფრიდონი ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი გახლდათ და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისათვის. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ყოველთვის მხარს უჭერდა…