გაერთიანების მისია

ჩვენი გაერთიანების მისია განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზაციის მახასიათებლებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაერთიანების მისია გაზიარებული და გააზრებული ჰქონდეს არ მარტო ორგანიზაციის თითოეულ წევრს, არამედ ჩვენს საზოგადოებას. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მისიაა:

  • ახალგაზრდების მიერ საზოგადოებაში მეცნიერების პოლულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა.
  • ახალგაზრდების ზოგადი, პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და საზოგადოების ინტელექტუალური, მორალური და კულტურულ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა.

სტრატეგიული განვითარება

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მის მიერ გაცხადებული მისიის შესრულება, გაერთიანებას შემუშავებული აქვს 2020-2027 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიული განვითარების გეგმაში დასახულია კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომლებიც არის მიღწევადი, დროში გაწერილი და მათი განხორციელების შედეგები კი – გაზომვადი

0
წლის ვადის სტრატეგიული განვითარების გეგმა (2020 - 2027)
0
წლის ვადის სამოქმედო გეგმა (2020-2023)

YSU 2020 სტანდარტები

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გაერთიანების საქმიანობის მაღალი დონე და ხარისხი, შემუშავდა ორგანიზაციის შიდა სტანდარტები სახელწოდებით “YSU 2020”. ეს არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც გაერთიანებას უწესებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს 2020 წლის პირველი ნახევრისთვის. YSU 2020 სტანდარტები 6 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

  1. გაერთიანების მისია და სტრატეგიული განვითარება
  2. გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა
  3. გაერთიანების პროექტები
  4. გაერთიანების ადამიანური რესურსები
  5. გაერთიანების კვლევითი საქმიანობა
  6. გაერთიანების მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები