მარიამ ხუჯაძე

ვიცე-პრეზიდენტი

Instagram

ზოგადი ინფორმაცია

პოზიცია გაერთიანებაში:

  • ვიცე-პრეზიდენტი
  • ვერცხლის წევრი

განათლება:

  • დიპლომირებული მედიკოსი (MD), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • კარდიოლოგიის რეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქმიანობის სფერო:

  • ჯანდაცვა
  • მენეჯმენტი
  • კარდიოლოგია
  • კვლევები
  • პედაგოგიკა

საქმიანობა ორგანიზაციაში

მარიამ ხუჯაძე გაერთიანების წევრია 2018 წლიდან. მისი საქმიანობის დასაწყისში ის აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო პროექტი “ზღვარის” ორგანიზებაში, რის შედეგადაც 2019 წელს მიენიჭა კლუბის ვერცხლის წევრის სტატუსი. 2019 წელს ორგანიზაცია და მისი საქმიანობა წარმატებით წარადგინა პრაღაში გამართულ EFPT-ის ფორუმზე, რის შემდეგაც მან დაიკავა საერთასორიშო ურთიერთობების მენეჯერის პოსტი. ამავე პერიოდში კოორდინირებას უწევდა სტრატეგიული განვითარების დაგეგმარების პროცესებს. 2020 წელს გახდა სამეცნიერო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი ადმინისტრაციული მიმართულებით.

მარიამი კოორდინირებას  უწევს გაერთიანების ადმინისტრაციულ საკითხებს, როგორებიცაა სტრატეგიული განვითარება, ორგანიზაციის ბიუჯეტი, გაერთიანების საქმიანობის ანგარიშების მომზადება.

საქმიანობა ორგანიზაციის გარეთ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის რეზიდენტი. აგრეთვე ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტზე. აქვს პრაქტიკული გამოცდილება “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს” რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილებაში. არის სტუდია “ლინგვოს” ბიოლოგიის პედაგოგი, უძღვება საატესტატო და სააბიტურიენტო პროგრამებში მომზადების კურსებს სტუდია “ოდისეაში”.