მარეხ ჯოჯუა

კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი

ზოგადი ინფორმაცია

პოზიცია გაერთიანებაში:

  • კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი
  • ვერცხლის წევრი

განათლება:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

საქმიანობის სფერო:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • მენეჯმენტი
  • სადაზღვეო მედიცინა
  • ეპიდემიოლოგია

საქმიანობა ორგანიზაციაში

მარეხ ჯოჯუა გაერთიანების წევრია 2017 წლიდან. პირველი პროექტი, რომელშიც აქტიურად ჩაერთო იყო “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” (მე-6 კონფერენცია), რომელმაც მას მოუტანა სრული წევრის სტატუსი. 2018 წელს გახდა საგანმანათლებლო პროექტი “ზღვარის” საორგანიზაციო ჯგუფის ხემძღვანელი, რის შემდეგაც მიიღო ვერცხლის წევრის სტატუსი. ამავე წელს არჩეული იქნა სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის “ვიტალისი” პრეზიდენტის პოსტზე.

საქმიანობა ორგანიზაციის გარეთ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის სტუდენტი. მუშაობს სადაზღვეო კომპანია “Global Benefits Georgia”-ში. აქვს ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება. იყო “Tbilisi Youth House Foundation”-ის სამოქალაქო კლუბ “ემპათიას” ხელმძღვანელი და ამავე წლებში თბილისის მე-100 საჯარო სკოლის თვითმმათველობის პრეზიდენტი.