საიდ აჯიანცი

დამფუძნებელი
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
მენტალური ჯამრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ზოგადი ინფორმაცია

პოზიცია გაერთიანებაში:

  • ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების დამფუძნებელი
  • უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
  • მენტალური ჯამრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ოქროს წევრი

განათლება:

  • დიპლომირებული მედიკოსი (MD), თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ფსიქიატრ-ნარკოლოგი, ბელარუსიის სამედიცინო აკადემია დილომისშემდგომი განათლების
  • ფსიქიატრია, რეზიდენტურის შემოკლებული კურსი, თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • დიალექტიკური ბიჰევიორული თერაპიის (DBT) ინტენსიური კურსი Linehan Institute Training Company-ის ბაზაზე.

საქმიანობის სფერო:

  • კლინიკური და სათემო ფსიქიატრია
  • ფსიქოთერაპია
  • ტრენინგები
  • კვლევები
  • მენეჯმენტი

საქმიანობა ორგანიზაციაში

საიდ აჯიანცი გახლავათ ორგანიზაციის დამფუძნებელი. დაფუძნების დღიდან უზრუნველყო გუნდის შექმნა, ორგანიზაციის სტრუქტურა, მუშაობის სტრატეგია. 2014 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბ “ვიტალისის” პრეზიდენტის სტატუს. 2015 წლის შემდეგ, დაფუძნდა და ჩამოყალიბდა იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაცია – ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება, სადაც დაიკავა პრეზიდენტის პოსტი, კლუბი დაექვემდებარა გაერთიანებას, როგორც სტუდენტური პლათფორმა. 2018 წლიდან დატოვა გაერთიანების პრეზიდენტის პოსტი. ამავე წელს, მაღალ სტატუსის მქონე წევრების მიერ ჩამოყალიბდა უმაღლესი საბჭო, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მმართველ ორგანოს. უმაღლეს საბჭოზე იყო არჩეული თავჯდომარედ. 2019 წელს შეუწო ხელი შეუწყო ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების გაწევრიანებას ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციაში. ამავე პერიოდში გაერთიანებაში დააარსა ორგანიზაციის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი.

ამჟამად ორგანიზაციაში ხელმძღვანელობს უმაღლეს საბჭოს და მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტს. არის თანაავტორი და ხელმძღვანელი შემდეგი პროექტების: “ზღვარი”, “ცნს კონფერენცია III”, ხელმძღვანელობს კვლევას “სტრესის დაძლევის მეთოდები პანდემიისას” და სხვა.

საქმიანობა ორგანიზაციის გარეთ

დაამთავრა თელავის მე-8 საშუალო სკოლა, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ბელარუსიის დიპლომისშემდგომ სამედიცინო აკადემიაში, ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის მიმართულებით. ბელორუსიაში სწავლისას მიიღო ფსიქიატრ-ნარკოლოგის, ინტერნატურის და კლინიკური ორდინატურის ხარისხი. საქართველოში დაბრუნებისას გაიარა დამატებით სწავლება “რეზიდენტურის შემოკლებული კურსი” ფსიქიატრიის მიმართულებით. პარალელურად იმყოფებოდა სწავლებაზე დიალექტიკური ბიჰევიორული თერაპიის ინტენსიურ კურსზე Linehan Institute Training Company-ის ბაზაზე.

ამჟამად საქმიანობს მენტალური ჯამრთელობის სფეროში, კერძოდ, სათემო ფსიქიატრიაში. ასევე ჰქონდა კლინიკური პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ცენტრებში. აქვს სტაჟირება-პრაკტიკა გავლილი ფსიქიატრიის, ნევროლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის, ქირურგიის, მენეჯმენტის მიმართულებით სხვადასხვა კლინიკაში და ორგანიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აქვს გამოცდილება კვლევით ლაბორატორიულ საქმიანობაში.