„დასაბამიდან იყო სიტყვა“ და ამ სიტყვას უდიდესი დატვირთვა რომ აქვს ეს არაერთხელ თქმულა! ახლა კი, სწორედ სიტყვით ვეცდებით იმ ამაგის, ღვაწლის გამოთქმას, რომელიც უკავშირდება კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის“ ორგანიზებას. მეცნიერება, რომ შემოქმედებითი პროცესია, ალბათ, ამაში დამეთანხმება ჩვენი მსმენელი, მხედველი და რომ მას ძალიან სათუთი, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა სჭირდება. მით უმეტეს, როცა ახალგაზრდებს ეხება საქმე და მათ პირველ ნაბიჯებს მეცნიერებაში. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია სიტყვა „მეცნიერება“ ისეთი კორიფეების შემდეგ, როგორებიც იყვნენ: ნინო ჯავახიშვილი, თამარ დეკანოსიძე და სხვა, მაგრამ, ალბათ, ისინიც ასეთივე რუდუნებითა და სიფრთხილით ეკიდებოდნენ ახალგაზრდების პირველ ნაბიჯებს მეცნიერებაში, კვლევაში.

ჩვენი ორგანიზაცია „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“ ზუსტად ამ პრინციპებზეა დაშენებული, იმეორებს იმ შეხედულებებს, იმ ხედვებს, რომლებიც აუცილებელია აკადემიზმის მისაღწევად. ჩვენთვის, ასევე, პრიორიტეტულია მეგობრული გარემო, რასაც ორგანიზაციის მმართველი გუნდი დასაბამიდან ინარჩუნებს, რადგან ვთვლით, რომ მეგობრების გარემოცვაში გაკეთებული საქმე ბევრად უფრო ნაყოფიერია და თვითგანვითარების, თვითრეალიზაციის, უფრო დიდ პოტენციალს ქმნის.

ნებისმიერი პროექტის მიზანს, რომელიც ისეთივე დიდი იდეის მატარებელია, როგორც, კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”, აქტივობის დედააზრის საზოგადოებამდე ზუსტად მიტანა წარმოადგენს, რა დროსაც საჭიროა განსაკუთრებით სათუთი და დეტალიზირებული დაგეგმვა. ეს კი საორგანიზაციო ჯგუფის სკუპულოზური შერჩევით არის შესაძლებელი. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა: მოტივირებულობა, ყურადღებიანობა, სანდოობა და საზრიანობა, რაც გუნდის შეკრების უპირველეს ნაბიჯს წარმოადგენს, სხვა დანარჩენი კი გამოცდილებიდან მომდინარეობს.
ახლა კი გვინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით კონფერენციის ორგანიზებაში, იმ აკადემიზმის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, რომელიც, როგორც მსმენელებმა მოგვახსენეს ძალიან ნათლად გამოსჭვივოდა თითოეულ მომხსენებელში.

2Picture33
ვახტანგ თებიძე – თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” პრეზიდენტი. იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული აქტივობების – “Onco2015”, “Onco2017”, “CNS კონფერენცია” I და II, “სიმსივნის სასიგნალო მოლეკულები” და სხვა მრავალი კონფერენციის და პროექტის თანაავტორი, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის” ორგანიზებისას სრულიად საორგანიზაციო საკითხების კურატორობაზე და ხელმძღვანელობაზე იყო პასუხისმგებელი.

2Picture59
თამარ მაზიაშვილი – თსსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ვერცხლის წევრი. იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული პროექტების, საჯარო ლექცია ”უსაფრთხოება იწყება აქ”, რიგით მე-5 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის” და სხვა აქტივობების თანაორგანიზატორი, ასევე, რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის” კოორდინატორი. დარეგისტრირებულ მონაწილეებთან და დამსწრეებთან საკონტაქტო პირი. კონფერენციის პირველი სესიის ერთ-ერთი წამყვანი.

3Picture

გიორგი გაგუა – დაამთავრა თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი წარჩინებით, ჯიპას – ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის კურსდამთავრებული, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, გამოქვეყნებული აქვს აბსტრაქტები, რომელთა უმრავლესობაც ეხება ჯანდაცვის სისტემის ახალ გამოწვევებს, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრის სტატუსის მქონე. იგი არის კონფერენციის “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” იდეის ავტორი, ასევე, ზემოხსენებული რიგით მე-5 და მე-6 კონფერენციის თანაორგანიზატორი და სამეცნიერო კურატორი.

4Picture61

აკაკი გავაშელიშვილი – თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ვიცე-პრეზიდენტი. იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული პროექტების, “საჩუქარი”, “Onco2017”, “დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!”, “ფსიქიკური ჯამრთელობის დღეები”, “CNS კონფერენციის I და II” და სხვა მრავალი კონფერენციის და აქტივობის თანაავტორი, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, ასევე, იყო პასუხისმგებელი “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის” ორგანიზებისას კრიზისული სიტუაციების მართვაზე და საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქციონირებაზე.

5Picture63

თაკო რამიშვილი – თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრი. იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული პროექტების – საჯარო ლექცია ”უსაფრთხოება იწყება აქ”, რიგით მე-5 და მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” და სხვა აქტივობების თანაორგანიზატორი.

6Picture62

დავით კაცაძე – სასწავლო უნივერსიტეტ “გეომედის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრი. იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული პროექტების – “საჩუქარის”, რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” და სხვა აქტივობების თანაორგანიზატორი.

სალომე ყიფშიძე – თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი (PR-მენეჯერი). იგი არის ჩვენ მიერ ორგანიზებული პროექტების – “CNS კონფერენცია II”, “ONCO2017”, რიგით მე-5 და მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” და სხვა მრავალი აქტივობის თანაორგანიზატორი. კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინის” ორგანიზებისას ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას. კონფერენციის მეორე სესიის ერთ-ერთი წამყვანი.

8Picture54

მარეხ ჯოჯუა – თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრი. რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” თანაორგანიზატორი, კონფერენციის ფარგლებში პასუხისმგებელი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე.

ნინი კოტრიკაძე – თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრი. რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” თანაორგანიზატორი, კონფერენციის ფარგლებში პასუხისმგებელი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე.

Picture49

გიორგი ხობუა – სდასუ-ს მედიცინის სკოლის სტუდენტი, სდასუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სდასუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის დამფუძნებელი, გამოქვეყნებული აქვს აბსტრაქტი “სიმსივნის გენეტიკა და პერსონალიზებული გენომური მედიცინა”, “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სტუდენტური პლატფორმის სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” სრული წევრი. რიგით მე-6 კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” თანაორგანიზატორი.

9Picture57

ასევე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ანი იმედაძესა და ნუცა ხუნდაძეს, კონფერენციის ორგანიზებისას გაწეული დახმარებისთვის.