2015 წლის 6 ნოემბერს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (აკად. ფ. თოდუას კლინიკაში) ჩატარდა Onco2015-ის შესარჩევი კონფერენცია რომელშიც მონაწილეობა მიიღო 23-მა სტუდენტმა თსუ-დან, აიეტიდან, ჰიპოკრატედან, სდასუ-დან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.

შესვენების პერიოდში მონაწილეებისა და დამსწრეებისთვის მოეწყო მცირე ექსკურსია კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ბარამიას წინამძღოლობით.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შესარჩევი ეტაპი გაიმართა 24 ოქტომბერს თსსუ-ს ცისფერ დარბაზში, საიდანაც შეირჩა 3 საუკეთესო პრეზენტაცია. შერჩეული სტუდენტები (სულ 7 უნივერსიტეტიდან) წარდგებიან 27 ნოემბერს 15:00 სათზე დასკვნით კონფერენციაზე მეცნიერებათა აკადემიაში.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)

ფოტო ალბომი