გიორგი კირთაძე, ნინი დვალი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, III კურსი.

აბსტრაქტი

ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ჰოსპიტალური ინფექციები ეს ორი შემაშფოთებელი ფრაზა, სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიური საუბრის თემა გახდა. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის გლობალური პრობლემა, რომლის ძირითადი მიზეზია ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება და სამედიცინო სერვისებზე ინფექციის კონტროლსა და პრევენციაზე არასათანადო მეთვალყურეობა. ყოველწლიურად უმეტეს შემთხვევაში ეს ბაქტერიები არიან Enterobacteriaceae-ს ოჯახის წევრები, რომლებიც ძირითადად სენსიტიურია მხოლოდ რეზერვის ანტიბიოტიკების მიმართ,ხოლო ზოგიერთი მათგანი სულ უფრო მეტად ავლენს რეზისტენტობას სარეზერვო ანტიბიოტიკების მიმართაც კი, როგორიცაა კარბაპენემების(იმიპენემი, მეროპენემი) და პოლიმიქსინების ჯგუფის (კოლისტინი)ანტიბიოტიკები, რაც 1) ჯანდაცვის სისტემისთვის არის ფინანსურად წამგებიანი, ვინაიდან აძვირებს მკურნალობის ხარჯებს და 2) ართულებს ინფექციური პროცესის მართვას.

ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო ,,მეგობარი’’ ბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ნორმოფლორის შემადგენლობაში შედის (კანის, ცხვირ-ხახის, გასტროინტესტინალური და უროგენიტალური სისტემის) გვევლინება პატოგენად. შემთხვევათა უმრავლესობაში მათი პათოგენობის გამოვლენა უკავშირდება როგორც სამედიცინო სერვისებს, ისე ქირურგიულ ჩარევებს, რომელსაც უწოდებენ ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციებს (ქიჩმი). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯმო) გამოაქვეყნა 2017 წლის პრიორიტეტული პათოგენების ჩამონათვალი (Global PPL), რომლის მიხედვით პრიორიტეტულობის I ჯგუფში შედიან პირობით-პათოგენური გრამუარყოფით არამაფერმენტირებელი ბაქტერიები Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, კარბაპენემის და ცეფალოსპორინების მესამე თაობის მიმართ (ESBL) რეზისტენტული Enterobacteriaceae-ს ოჯახის ბაქტერიები(Klebsiella pneumonia, Escherichia coli, Enterobacter spp., Serratia spp., Proteus spp., and Providencia spp, Morganella spp.)

ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის განხორციელებაში ადამიანურ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, კერძოდ 1) ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, 2) სამედიცინო სერვისებზე ინფექციის კონტროლის გაძლიერება , 3) დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმირებულობა ჰოსპიტალური ინფექციების გამომწვევ მიკრობთა პრევალირების და მათი ანტიბიოგრამის შესახებ, 4) საავადმყოფოების ინფექციის კონტროლის გუნდის მხრიდან თითოეული მულტირეზისტენტული შტამის აღმოჩენისას სწრაფი და დროული რეაგირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რათა არ მოხდეს მისი გავრცელება სტაციონარში.

წყაროები:

WHO (April 2014). “Antimicrobial resistance: global report on surveillance 2014”. WHO. WHO. Retrieved May 9, 2015

  1. “About Antimicrobial Resistance, CDC
  2. “General Background: About Antibiotic Resistance”. www.tufts.edu. Retrieved 2015-10-30.
  3. “About Antimicrobial Resistance”. www.cdc.gov. Retrieved 2015-10-30.
  4. English National Point Prevalence Survey on Healthcare-associated Infections and Antimicrobial Use, 2011″ (PDF). Health Protection Agency. Retrieved 28 November 2015.
  5. Pommerville, Jeffrey (2014). Fundamentals of microbiology. Burlington, MA: Jones & Bartlett Learning. ISBN 9781449647964.