„ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“ მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში, რის გამოც ის მრავალი მედლითა და ორდენით იყო დაჯილდოვებული. გარდა ამისა, ბატონი ფრიდონი ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი გახლდათ და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისათვის.

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდების წამოწყებებს მეცნიერებაში, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მომავალი თაობების მეცნიერებით დაინტერესებას.

„ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ სრული გუნდის სახელით, გვსურს თანაგრძნობა გამოვხატოთ ბატონი ფრიდონის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.