ნინო ძაგანია II კურსი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ.მ.დ ნესტან ტუკვაძე, მ.მ.დ. მაკა ზარნაძე

შესავალი

ტუბერკულოზი, ერთ დროს მივიწყებული, საკმაოდ მძიმე , გადამდები ბაქტერიული დაავადება, [1] რომელიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე აეროგენული გზით. დაავადების , განსაკუთრებით მისი მულტირეზისტენტული ფორმების სწრაფმა გავრცელებამ ( 480 000 ახალი შემთხვევა WHO 2016 ) და სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა ( 250 000[4] WHO 2016) მთელი მსოფლიოს მასშტაბით , ქვეყნებს შორის საზღვრების რღვევა და მათი გაერთიანება გამოიწვია საერთო პრობლემის დასაძლევად, რის გამოც ტუბერკულოზს – ამ უძველეს დაავადებას დღეს გლობალურს ვუწოდებთ.
საქართველოში 2016 წელს რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზით დაავადებული 3311 პაციენტი, მათგან 859 იყო ახალი, 2452 – კი განმეორებითი შემთხვევა. პაციენტების 44%-ში დაისვა მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზის დიაგნოზი .[5]

კვლევის მიზანი

ჩვენი კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა, თუ როგორია რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგები საქართველოში.

კვლევის მეთოდები

ჩვენ დავამუშავეთ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის 2012-2016 წლის მონაცემები საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგების შესახებ.

კვლევის შედეგები

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა პაციენტთა მხოლოდ 41-50%-ში.

დასკვნა

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა წარმატებულია პაციენტთა მხოლოდ ნახევარში, რაც მიუთითებს , რომ რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა კვლავ პრობლემად რჩება. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ დაავადების პრევენციას, რაც გულისხმობს საეჭვო პაციენტების დროულ და ხელმისაწვდომ კვლევას, ბავშვებში ბცჟ ვაქცინაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვას, ადამიანების ინფორმირებას დაავადების შესახებ, რაც განაპირობებს სტიგმის ნაკლებობობას სოციუმში და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას პაციენტებში, რაც წარმატებული მკურნალობის უცილობელი პირობაა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ტუბსაწინააღმდეგო სტრაეგია 
2. გლობალური ფონდი 
3. ტუბერკულოზი – სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის; ნადია ეით-ქეილი და დონალდ ა. ინარსონი. 2003წ.
4. GLOBAL TUBERCULOSIS REPORT (2016 UPDATE)
5. ტფდეც – ტუბერკულოზის კონტროლი, მიღწევები და გამოწვევები ( ტუბერკულოზის მსოფლო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია -23.03 2017 )