კლუბმა „VITALIS“-მა გადაწყვიტა განახორციელოს საქველმოქმედო აქცია „საჩუქარი“ რომელიც ითვალისწინებს შპს „ფსიქიკური ჯამრთელობის ცენტრის“ პაციენტების დახმარებას.

ამ აქციის ჩატარების მიზეზი იყო პაციენტების ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან. სოციალური მდგომარეობით პაციენტების უმეტესობა სიღარიბის ზღვარზეა. ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი მათი მინიმალური საარსებო პირობების დასაკმაყოფილებლადაც კი.

პაციენტების ამ მდგომარეობას ემატება საზოგადოების დიდი ნაწილისგან სტიგმატიზაცია და გარიყვა. ავადმყოფები ასეთ პრობლემას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აწყდებიან. ამასთან დაკავშირებით სათანადოდ ისაუბრა და კიდევ ერთხელ რეალური სურათი დაგვანახა  ბატონმა არჩილ ბეგიაშვილმა ჩვენი კლუბის მიერ ორგანიზებულ საჯარო სემინარზე, რომელიც მიეძღვნა 10 ოქტომბერს – ფსიქიკური ჯამრთელობის საერთაშორისო დღეს. (იხილეთ სტატია)

ასევე განხორციელდა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაყიდვა. ამ გამოფენით ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის  დაგვენახებინა ასეთი პაციენტების საზოგადოების ნაწილად ყოფნის აუცილებლობა და საჭიროება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისაგან  საუკეთესო ჟესტი იქნება ასეთი ადამიანებისთვის საჩუქრის გაკეთება. რა შეიძლება იყოს საჩუქარი? ეს შეიძლება იყოს მოძველებული ტანისამოსი ან ფეხსაცმელი რომელსაც უკვე აღარ იყენებთ, სამკაულებისაღებავებიფანქრები და ყველაფერი ის რასაც თქვენი კეთილი ნების გამოსახატად ჩათვლით საჭიროდ.

ამ აქციის ფარგლებში ჩვენი კლუბი ვგეგმავთ წელს გავმართოთ ღონისძიებები საკუთარი ნების და დამოკიდებულების გამოსახატად. ჩვენ გვინდა ვაჩუქოთ ჩვენივე საზოგადოების ამ ნაწილს ჩვენი კლუბის თბილი დამოკიდებულება და სიყვარული.

პატივისცემით: . აჯიანცი