2018 წლის 24 ნოემბერს ”ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია საგანმანათლებლო კამპანია „ზღვარის“ ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა კამპანიის სამი ეტაპიდან პირველს. დეტალურ ინფორმაციას კამპანია „ზღვარის“ შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე – http://ysu.ge/ . კონფერენცია გახსნა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა – მარეხი ჯოჯუამ (Marekh Jojua) ასევე სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის პრეზიდენტმა – ვახტანგ თებიძემ (Vakhtang Tebidze) და პროფესორმა, ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა – ბატონმა დავით ზურაბაშვილმა (David Zurabashvili)
აქვე შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი-ს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
დაინტერესულ პირთა მოღვაწეობის სფერო ძალიან ვარიაბელური გახლდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები და სხვა დაინტერესებული ადამიანები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტებმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University & კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი-Caucasus International University.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ კამპანიის შემდეგ ეტაპებზე.
კონფერენციის განმავლობაში, პრეზენტაციების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმი.