დღეს, 28 ივნისს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით გაიმართა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის IX ეროვნული კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც. მათ წარმოადგინეს მოხსენებები იმუნოლოგიასთან და ალერგოლოგიასთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გამართულ დებატებში.

ჩვენი ორგანიზაციიდან კონგრესზე წარმოდგენილი იყო 10 წევრი:

  1. ვახტანგ თებიძე
  2. მარიამ შავერდაშვილი
  3. სალომე ყიფშიძე
  4. გიორგი ჩილინგარაშვილი
  5. თამარ ტურიაშვილი
  6. გიორგი დევიძე
  7. სალომე ორმოცაძე
  8. ომარ მუჰამედი
  9. ჰუმამ ალ-ობაიდი
  10. მუსტაფა სამირ იუნისი

აღნიშნული კონგრესი სამი დღის განმავლობაში გრძელდება (28-30 ივნისი). კონგრესი საკმაოდ მასშტაბური ხასიათისაა, მასში ჩართული არიან ქართველი და საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერები და ექიმები, ასევე, კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ნობელის პრემიის ლაურიატის ლექცია და სხვა საინტერესო აქტივობები.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU) კონგრესის ორგანიზატორებს დიდ მადლობას უხდის ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ახალგაზრდებისთვის მონაწილეობის მიღების საშუალების მიცემისათვის.