კლუბი "ვიტალისი"სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისი” წარმოადგენს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სტუდენტურ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებში სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევების განვითარებას, ეს იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა თუ პროექტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

კლუბის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “vitalis”, რაც “სასიცოცხლოს”, “სიცოცხლის მიმნიჭებელს” ნიშნავს. ხოლო დევიზად არჩეულია სენეკას სიტყვები – IMPERARE SIBI MAXIMUM IMPERIUM EST (“საკუთარი თავის ფლობა უდიდესი ძალაუფლებაა”).

ჩვენმა ორგანიზაციამ საქმიანობა თავდაპირველად სწორედ კლუბი “ვიტალისის” ფარგლებში დაიწყო, რომელიც 2014 წლის 18 მარტს დაარსდა. მოგვიანებით კი, მომდევნო წლის ოქტომბერში, დაფუძნდა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება, კლუბი “ვიტალისი” კი მისი სტუდენტური პლატფორმა გახდა.

კლუბ “ვიტალისში” შექმნილია მეგობრული გარემო და მოქმედებს წევრობის განვითარების უნიკალური სქემა. აქ მოსულ სტუდენტებს, მიუხედავად მათი წარსული გამოცდილებისა და უნარებისა, თანატოლებთან ერთად მცირე მასშტაბის აქტივობების ორგანიზებით შეუძლიათ შეიძინონ და განივითარონ გუნდური მუშაობის, სამეცნიერო საქმიანობის, პროექტების ორგანიზების, ლიდერობისა და სხვა უნარ-ჩვევები.

კლუბი “ვიტალისი” ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ავტონომიური სტრუქტურაა, ყავს თავისი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ადმინისტრაციული ჯგუფი.

კლუბის პრეზიდენტი – მარეხ ჯოჯუა, ვიცე-პრეზიდენტი – მარიამ კაპანაძე.

კლუბის წევრები:

  1. ანა ჯამბურია
  2. ანა მარგიშვილი
  3. არტაკ მატინიანი
  4. გიორგი ქარჩავა
  5. დავით კაპანაძე
  6. ელენე ლალიაშვილი
  7. თემურ კუჭუაშვილი
  8. თორნიკე თორდინავა
  9. კოტე არხოშაშვილი
  10. ლადო მშვიდობაძე
  11. მარიამ გელდიაშვიკლი
  12. მარიამ კასრაძე
  13. მარიამ შულაია
  14. მარიამ ციცაგი
  15. ნიკა ასანიძე
  16. ნინო გობეჯიშვილი
  17. ნიკოლოზ მოდებაძე
  18. ოთო ბერიძე
  19. სოფიო ყიფშიძე
  20. ქეთი სამადაშვილი
  21. ხატია ბეჟიკელაშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ კონტაქტის გვერდზე არსებული ფორმის მეშვეობით ან დაგვირეკოთ იმავე გვერდზე მითითებულ ნომრებზე.