ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება გლობალური ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს იწვევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფში გასაწევრიანებლად.
ჯგუფის მიზანია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განივითარონ სწორი ხედვა საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე, ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამჟამად მიმდინარეობს წევრების მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფში.