იწყება წევრების მიღება “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრის” საორგანიზაციო ჯგუფში.

ცენტრის მიზანია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ტრენინგების, ვორქშოფების, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, სემინარების, საჯარო დისკუსიებისა და ლექციების, ღია ონლაინ ლექციების წარმართვით.

ტრენინგ ცენტრი იხელმძღვანელებს “სტანდარტების ამერიკული ნაციონალური ინსტიტუტის” (ANSI) მიერ აღიარებული “უწყვეტი განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო აკრედიტორის” (IACET) სტანდარტებით და გასცემს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატებს.

საქმიანობა მოხალისეობრივია და გახლავთ შესანიშნავი საშუალება:

  • მიიღოთ უფრო სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება თქვენს სასურველ პროფესიაში.
  • განივითაროთ ან გაიუმჯობესოთ თქვენი მენეჯერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განათლება: ქვემოთ ჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის კურსდამთავრებული, არანაკლებ IV კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი:
    • მარკეტინგი
    • ფილოლოგია
    • ფსიქოლოგია
    • ეკონომიკა და ბიზნესი
    • ადამიანური რესურსები
    • ბიზნესის ადმინისტრირება
    • განათლების ადმინისტრირება
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • სოციოლოგია და სოციალური მუშაობა
    • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
  • ინგლისური ენის სასაუბრო და წერითი უნარები (არანაკლებ B2 დონისა)

კანდიდატების მიღება წარმოებს რეზიუმესა და გასაუბრების საფუძველზე.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 16 აპრილი.

რეზიუმე უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: training@ysu.ge