ვახტანგ თებიძე

პრეზიდენტი

ზოგადი ინფორმაცია

პოზიცია გაერთიანებაში:

  • ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტი
  • ოქროს წევრი

განათლება:

  • დიპლომირებული მედიკოსი (MD), თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტი (MPH), თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

საქმიანობის სფერო:

  • კლინიკური კვლევები
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • მენეჯმენტი
  • საუნივერსიტეტო სწავლება

საქმიანობა ორგანიზაციაში

ვახტანგ თებიძე გაერთიანების პრეზიდენტის რანგში კოორდინირებას უწევს ორგანიზაციის როგორც სამეცნიერო, ასევე, ადმინისტრაციულ საქმიანობას, არის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი საზოგადოების წინაშე. ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მისი ინიციატივით მოხდა გაერთიანების მისიის განაცხადის ფორმირება, ორგანიზაციის ღირებულებებისა და შიდა სტანდარტების (YSU 2020) ხელახალი განსაზღვრა. დაიწყო გაერთიანების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის კოოორდინირება, გაერთიანების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა. მისი კურირებით შეიქმნა გაერთიანების ახალი ვებსაიტი.

2019 წელს გახდა ევროპული ორგანიზაცია EFPT-ის სამუშაო ჯგუფ MENTA-ს წევრი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ევროპისა და ახლომდებარე ქვეყნებში ახალგაზრდული ასოციაციების შექმნასა და მათ მდგრად განვითარებას.

საქმიანობა ორგანიზაციის გარეთ

დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, კლინიკური კვლევების ფრანგული კომპანია “Quanta Medical”-ის კლინიკური კვლევების მონიტორი (CRA), ასევე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი. 2018-2019 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში “ექიმები საზღვრების გარეშე / Doctors Without Borders (MSF)”.