სტუდენტური ორგანიზაცია ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 2 აპრილს 12:00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”. ის განკუთვნილია მედიცინის და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და ონკოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

ამ კონფერენციის მიზანია აკადემიური პირების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრების, ინტერაქტიული სესიებისა და დისკუსიების მეშვეობით ხელი შეუწყოს სიმსივნეების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

წინ გელით საინტერესო მოხსენებები და პოსტერები კლუბი ვიტალისის წევრი და არაწევრი სტუდენტების მიერ, მიიღებთ დღეისათვის მეცნიერებაში არსებულ ინფორმაციას სიმსივნეებში მონაწილე მნიშვნელოვანი მოლეკულებისა და სასიგნალო გზების შესახებ.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. გიწვევთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით მედიკოს სტუდენტებს, ექიმებსა და აკადემიურ პერსონალს.

2 აპრილი, 2016. 12:00 სთ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დამატებითი ინფორმაცია

ივენთი.
ვებ-გვერდი.
პრომო ვიდეო.

კონფერენციის ხელმძღვანელები

ვახტანგ თებიძე, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება, 591417875.
საიდ აჯიანცი, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება, 598605894.

ინფორმაცია მონაწილეობის მსურველთათვის

მსურველები დაუკავშირდით კონფერენციის კოორდინატორს:
ირაკლი მაცუკაშვილი, კლუბი “ვიტალისი”, 599777486, fb.com/irakli.matsukashvili

რეგისტრაციის ღირებულება – 10 ლარი.

ანგარიშის რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE91BG0000000611761100GEL
მიმღები: ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება”

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2016 წლის 20 მარტი, 18:00 სთ.

მომხსენებლებმა თავიანთი თემის სათაური უნდა შეარჩიონ არსებული პროგრამიდან, ხოლო პოსტერული პრეზენტაციის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას.

ყველა მონაწილე მიიღებს ინგლისურენოვან სერტიფიკატს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. პროგრამა და პრეზენტაციების კვოტა იხილეთ მოცემულ გვერდზე.

დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.