2016 წლის 2 აპრილს გაიმართა ჩვენ მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით “სიმსივნეების სასიგნალო მოლეკულები”, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და პოსტერები სიმსივნური პროცესების აღმოცენების, პროგრესირებისა და მკურნალობის მოლეკულური მექანიზმების შესახებ. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, როგორც სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები, ასევე, არაწევრები. პოსტერული პრეზენტაციების დიდი ნაწილი წარადგინეს ბიოლოგიის მიმართულების მაგისტრებმა თსუ-დან. კონფერენცია ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, სტუდენტები ჩაერთვნენ დისკუსიებში, მიიღეს შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მათ დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების დახვეწაში. ჩვენი გაერთიანება იწყებს მზადებას შემდეგი ღონისძიებისთვის სახელწოდებით „ცნს კონფერენცია“ (23 აპრილი, 2016), სადაც სტუდენტები ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ასოცირებული მედიცინის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის კუთხით განიხილავენ ამ სისტემაში მიმდინარე პროცესებს.