კვლევითი საქმიანობა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, გაერთიანებაში კვლევების პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვისა და მენტალური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები.

მიმდინარე კვლევები

შემოგვიერთდით!

თუ ხართ ჯანდაცვისა და/ან მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებებით დაინტერესებული ახალგაზრდა, შემოგვიერდით და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები ახალი კვლევების ჩასატარებლად, შემოუერთდით მიმდინარე პროექტებს და მიიღეთ საინტერესო გამოცდილება!

გაგზავნა

დასრულებული კვლევები

კვლევითი პროექტის სრული სახელწოდება

ლაბორატორიულ თაგვებში ერლიხის კარცინომის გამოყენებით ავთვისებიანი სიმსივნის მოდელის შექმნა და სტრესის პირობებში სიმსივნური ზრდის განვითარების დინამიკის, მოცირკულირე კორტიზოლის დონის და ანგიოგენეზის ინტენსივობის შეფასება.

განხორციელების პერიოდი

2017-2018 წლები

კვლევაში ჩართული პირები

  • პროექტის ხელმძღვანელები – ვახტანგ თებიძე, საიდ აჯიანცი;
  • სამეცნიერო კოორდინატორი – გიორგი დევიძე;
  • მონაწილეთა კოორდინატორი – გიორგი ქუთათელაძე;
  • სამეცნიერო ხელმძღვანელი – ქეთევან ღამბაშიზე.

კვლევის მხარდამჭერები

კვლევის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით შემდეგ ორგანიზაციებს:

  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  • ივ. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • აგრარული უნივერსიტეტის იმუნოლოგიის ლაბორატორია;
  • ლუგარის ლაბორატორია.

კვლევითი პროექტის სრული სახელწოდება

“Teddy Bear Hospital”-ის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების ეფექტურობა ბავშვებში სამედიცინო პერსონალისა და თეთრი ხალათის მიმართ არსებული შიშის შემცირებაში.

განხორციელების პერიოდი

2018 წლის ივნისი

მოკლე ინფორმაცია

2018 წლის ივნისში თბილისში სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის მიერ ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება Teddy Bear Hospital. ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ შეისწავლა, თუ რა გავლენა იქონია ჩატარებულმა აქტივობებმა ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მათ დამოკიდებულებაზე ექიმებისა და საავადმყოფოს მიმართ.

კვლევითი პროექტის სრული სახელწოდება

დროისა და სივრცის აღქმის ილუზიები

განხორციელების პერიოდი

2014 წელი

კვლევაში ჩართული პირები

  • გიორგი ნაჭყებია
  • თეონა ტარიელაძე
  • რუსუდან გოლეთიანი
  • გიორგი ნაცვლიშვილი
  • ლანა გულიაშვილი
  • საიდ აჯიანცი
  • კვლევის ხელმძღვანელი : რამაზ საყვარელიძე

მოკლე აღწერა

დროისა და სივრცის ილუზიები ის ილუზიებია, რომლებშიც დროისა და სივრცის ფაქტორები ერთმანეთის აღქმის სისწორეზე ახდენენ გავლენას. მათ პროტოტიპულ მაგალითს კაპას ეფექტი წარმოადგენს: სუბიექტი ორ სტიმულს შორის დროის შუალედს უფრო დიდად აღიქვამს თუ მათ შორის მანძილიც დიდია, სხვა ორ სტიმულს შორის დროის შუალედთან შედარებით, რომელთა შორის მანძილი შედარებით ნაკლებია. ამ ეფექტზე მუშაობისას ჩვენს ჯგუფში თავისთავად დაიბადა იდეა, შეიძლებოდა თუ არა, ამგვარი ილუზიების არსის ასახსნელად განწყობის თეორიის გამოყენება.