როდის გამოვიყენოთ ნიღაბი:
  • თუ ჯანმრთელი ხართ, ნიღბის გამოყენება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს უვლით.
  • ატარეთ ნიღაბი, თუკი ახველებთ ან აცემინებთ.
    ნიღბები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მის გამოყენებასთან კომბინაციაში ხშირად იმუშავებთ ხელებს ალკოჰოლის შემცველი საშუალებით ან იბანთ საპნითა და წყლით.
  • თუკი ატარებთ ნიღაბს, მაშინ აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ და გადააგდოთ ის სწორად.
როდის და როგორ უნდა გაიკეთოთ სამედიცინო ნიღაბი, რომ თავი დაიცვათ კორონავირუსისგან:
  • ნიღბის გაკეთებამდე დაიმუშავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საშუალებით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
    დაიფარეთ პირი და ცხვირი ნიღბით და დარწმუნდით, რომ დარჩენილი არ არის სივრცე თქვენს სახესა და ნიღაბს შორის.
  • მოერიდეთ ნიღბის შეხებას ხელით, როცა ის გიკეთიათ. თუკი შეეხებით მას, დაიმუშავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საშუალებით ან დაიბანეთ საპნიანი წყლით.
  • გამოცვალეთ ნიღაბი მისი დანესტიანებისთანავე და არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ნიღაბი მეორედ.
  • მოიხსენით ნიღაბი უკანა მხრიდან (არ შეეხოთ მის წინა მხარეს), დაუყოვნებლივ მოათავსეთ უახლოეს ნაგვის ურნაში, დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით ან საპნითა და წყლით.

 

 

* მოცემული მასალა წარმოადგენს ორიგინალი ვებ-გვერდის “Coronavirus disease (COVID-19) advice for the public: When and how to use masks” ქართულ ენაზე ადაპტირებულ ვერსიას. ავტორი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო, WHO), ჟენევა, 2020. ლიცენზია: CC BY-NC-SA 3.0 IGO. ეს ვერსია არ არის შექმნილი ჯანმოს მიერ და ის პასუხს არ აგებს მის შინაარსსა და სიზუსტეზე. ძირითად წყაროს წარმოადგენს ორიგინალი დოკუმენტი. ადაპტირებული ვერსია შექმნილია ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ.