ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს: cns.ysu.ge

 

ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ გაიმართება “ცნს კონფერენცია III”.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, მაგისტრანტებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ზეპირ, ასევე – პოსტერულ პრეზენტაციებს. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს ხელმძღვანელობას გაუწევენ შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები.

კონფერენციაზე განხილული იქნება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, კვლევები და სიახლეები. სტუდენტები მათ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე შეფასებებს და რეკომენდაციებს მიიღებენ დამსწრე პროფესორებისა და პრაქტიკოსი ექიმებისაგან.

“ცნს კონფერენცია III”-ის მიზანია ეპილეფსიის მრავალმხრივი და მულტიდისციპლინური განხილვა; გამოცდილების, ორიგინალურ კვლევაზე დაფუძნებული ან მოძიებული სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის თემატიკაა:

  • ტრადიციული მიდგომები ეპილეფსიის მართვაში, გამოწვევები;
  • სიახლეები ეპილეფსიის დიაგნოსტირებასა და დიფერენციალურ დიაფნოსტიკაში;
  • ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზური მექანიზმები-სიახლეები;
  • ეპილეფსიის მართვის თანამედროვე მიდგომები:
    – ფარმაკოთერაპიული
    – ქირურგიული
    – ტექნოლოგიური
    – რეაბილიტაციური
    – ეკონომიკური
  • სიმპტომური ეპილეფსია;
  • ეპილეფსიის სინდრომები და კლასიფიკაცია;
  • ეპილეფსიის გართულებები
    – ფსიქიკური
    – ორგანული
  • ეპიდემიოლოგიური მონაცემები
    – მსოფლიოში
    – საქართველოში

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და რეგისტრაცია.

დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ეტაპობრივად. გთხოვთ, ადევნოთ თვალი ჩვენს გვერდს.