ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, აქ შექმნილია კომფორტული და მეგობრული გარემო, სადაც შეძლებთ თქვენი თავისუფალი დროის პროდუქტიულად, თქვენი და თქვენი თანატოლების განვითარებისთვის გამოყენებას.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება თავის საქმიანობაში ახალგაზრდების ყველა ასაკობრივ ჯგუფს რთავს. ორგანიზაციაში შექმნილია წევრების განვითარების უნიკალური სქემა და მეგობრული გარემო!

ახალგაზრდა მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის

დღესდღეობით ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება თავის საქმიანობას ძირითადად სამედიცინო მიმართულებებით ახორციელებს. ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • ფსქიკური ჯანმრთელობის სპეციალობები
  • მედიცინა და მასთან მომიჯნავე მეცნიერებები
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
  • ჟურნალისტიკა, გრაფიკული დიზაინი და სამეცნიერო მედია
  • ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და ეკონომიკა

თუ ხართ მოტივირებული, ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში გაგაჩნიათ საბაზისო ცოდნა და უნარები და გსურთ გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

სტუდენტებისთვის

ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში მოქმედებს სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისი”.

ორგანიზაციის სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ძირითად წყაროს სწორედ მისი სტუდენტური პლატფორმა – კლუბი “ვიტალისი” წარმოადგენს, სადაც სტუდენტები იძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სკოლის მოსწავლეებისთვის

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პროექტებსაც ახორციელებს.

თუ ხართ მოსწავლე და გსურთ ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებასთან ერთად განახორციელოთ პროექტი თუ მცირე აქტივობა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გახდით მოსწავლეთა კლუბის წევრი.