მიმდინარეობს მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და აბსტრაქტების მიღება რიგით მეოთხე კონფერენციაზე “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”.

რეგისტრაცია

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 27 მარტი, 2017. 23:00.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 7 აპრილი, 2017. 16:00.
მონაწილეობის საფასური: 10 ლარი ერთ მონაწილეზე.
ჩატარების ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ. #7 (რუკა).

აბსტრაქტები მიიღება შემდეგი მიმართულებებით: გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი, გარემოს მედიცინა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაზღვევა, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა, ნუტრიციოლოგია, გადამდები და არაგადამდები დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობა.

შერჩეული აბსტრაქტების ავტორთა ნაწილი წარდგება ზეპირი მოხსენების სახით, ხოლო ნაწილი – პოსტერულით. მონაწილეთათვის აუცილებელია სამეცნიერო ხელმძღვანელის ყოლა. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

+995 577403444
conference@ysu.ge
თამარ მაზიაშვილი
მონაწილეთა კოორდინატორი

ღონისძიების Facebook გვერდი