აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. 160 ბავშვიდან ერთს აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა. აუტიზმი თავს იჩენს ბავშვობის ასაკში და უმეტეს შემთხვევაში გრძელდება მოზარდობისა და ზრდასრულობისას. მას გამოხატვის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს და ძირითადად ვლინდება: 🛑 სოციალური ქცევის, კომუნიკაციისა და მეტყველების უნარის დაქვეითებით. 🛑 ინდივიდისათვის განსაზღვრული ინტერესებისა და აქტივობების მცირე რაოდენობით, რომელსაც აუტიზმის მქონე ადამიანი განუწყვეტლივ იმეორებს. აუტიზმის…

მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტში გაწევრიანება

👉 ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი გიწვევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს (ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის რეზიდენტები, ადიქტოლოგები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტები და ასევე სხვა სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ცნს-ზე – ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ოკუპაციური თერაპევტები, ეპილეპტოლოგები და სხვა). 👆 👍2019 წლის ივლისში პრაღაში ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, ა(ა)იპ „ახალგაზრდული…

საქველმოქმედო აქცია “საჩუქარი”

29 დეკემბერს ახალგაზრული სამეცნიერო გაერთიანების თაოსნობით სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის“ ფარგლებში კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. ვიტალისი დასაბამიდან დღემდე ჩართულია საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებებში და ცდილობს შეძლებისდაგვარად ბედნიერი დღეები აჩუქოს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად, კლუბი “ვიტალისის” წევრები ეწვივნენ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ კლუბი “ვიტალისის” წევრები: მარი შულაიას, მარეხ ჯოჯუას, ნინო გობეჯიშვილისა…

საქველმოქმედო აქცია “საჩუქარი”

28 დეკემბერს საქველმოქმედო აქცია – “საჩუქრის” ფარგლებში ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების თაოსნობით სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები ეწვივნენ “დედა ბარბარეს შვილებს”, სიურპრიზი მოუწყვეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საკუთარი სახსრებით შეძენილი საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სტუმრობის ფარგლებში ჩატარდა უამრავი აქტივობა პატარებთან ერთად. სანტამ მათ საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა ძალიან ბევრი იცეკვეს, ხატეს, გამოძერწეს ორიგინალური ფიგურები თიხისგან, ქაღალდისგან საინტერესო…

ექსკურსია მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

1-ლ დეკემბერს სტუდენტური-სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები ეწვივნენ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს. ექსკურსია ორგანიზებული იყო სტუდენტური-სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრების ლადო მშვიდობაძის, მარიამ კასრაძის (მარიამ კასრაძე), მარეხ ჯოჯუასა და მარიამ კაპანაძის  მიერ – “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” მხარდაჭერით. აღნიშნული ექსკურსია ატარებდა შემეცნებით ხასიათს, ასევე მიზნად ისახავდა კლუბის ახალ წევრებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და…

სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი სახელწოდებით “დასაქმების საფუძვლები”

სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი სახელწოდებით “დასაქმების საფუძვლები” ჩატარდა. ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრმა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ტრენინგ ცენტრმა 2019 წლის 16 ნოემბერს “ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში” თბილისის სკოლების მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის სემინარი, სახელწოდებით – “დასაქმების საფუძვლები”, ჩაატარა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სემინარის მონაწილეთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა დასაქმების ბაზარზე. სემინარი შეეხებოდა სივის, რეზიუმეს, თანდართულ და სამოტივაციო…

საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში(CIU)

  2019 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი გახლდათ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე, მის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტები და აქტივობები. დასწრების საშუალება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს. შეხვედრა გახლდათ ინტერაქტიული სახის. წლევანდელ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა ჩვენმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი-Caucasus International Universityმა, რისთვისაც…

სამუშაო შეხვედრა “ეპიდრეგულაციები სტომატოლოგიაში”

28 ივლისს, სასტუმრო იოტაში (IOTA HOTEL Tbilisi) ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების (YSU) ეგიდით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “ეპიდრეგულაციები სტომატოლოგიაში”. შეხვედრა გახსნეს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების დამფუძნებელმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – საიდ აჯიანცმა და ახალგაზრული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა – ვახტანგ თებიძემ. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა სტომატოლოგიური კლინიკების ეპიდემიოლოგიური საკითხების გარჩევასა და განხილვას, რამაც სტომატოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს საშუალება…

საქართველო ოფიციალურად გახდა ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის (EFPT) წევრი

2019 წლის 10-14 ივლისის პერიოდში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების წარმომადგენლობა იმყოფებოდა EFPT-ის (European Federation of Psychiatric Trainees) რიგით 27-ე ფორუმზე. წლევანდელ ფორუმს ესწრებოდა 46 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 5 სხვა კონტინენტის ქვეყნებიდან. ამ ფორუმზე საქართველო უკვე მესამედ წარადგინა ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ და ამ უკანასკნელს მიენიჭა საპატიო დელეგაციის სტატუსი, ვინაიდან გენერალურ ანსამბლეაზე აქტიურად განიხილებოდა…

ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის (EFPT) რიგით 27-ე ფორუმი

  წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, 10-14 ივლისის განმავლობაში იმართება EFPT-ის (European Federation of Psychiatric Trainees) რიგით 27-ე ფორუმი, სადაც საქართველოს წარმოადგენს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და მისი წევრები: – საიდ აჯიანცი – გაერთიანების დამფუძნებელი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. – ვახტანგ თებიძე – გაერთიანების პრეზიდენტი. – აკაკი გავაშელიშვილი – გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი. – მარიამ ხუჯაძე – გაერთიანების…