საიდ აჯიანცი

დამფუძნებელი

უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი და მენტალური ჯამრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფსიქიატრ-ნარკოლოგიის კლინიკური ორდინატი. ამჟამად საქმიანობს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, კერძოდ, სათემო ფსიქიატრიაში. ასევე, აქვს კლინიკური პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ცენტრებში.

ვახტანგ თებიძე

პრეზიდენტი

დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტი. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, კლინიკური კვლევების ფრანგული კომპანია “Quanta Medical”-ის კლინიკური კვლევების მონიტორი, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი.

სალომე ყიფშიძე

ვიცე-პრეზიდენტი

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო მიმართულებით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მარიამ ხუჯაძე

ვიცე-პრეზიდენტი

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი ადმინისტრაციული მიმართულებით. დიპლომირებული მედიკოსი, კარდიოლოგიის რეზიდენტი. აგრეთვე ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრანტი. აქვს პრაქტიკული გამოცდილება რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის სფეროში. არის ”სტუდია ლინგვოს” ბიოლოგიის პედაგოგი, უძღვება საატესტატო და სააბიტურიენტო პროგრამებში მომზადების კურსებს სტუდია “ოდისეაში”.

მარეხ ჯოჯუა

კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი

სტუდენტური კლუბი “ვიტალისის” პრეზიდენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის სტუდენტი. მუშაობს სადაზღვეო კომპანია “Global Benefits Georgia”-ში. აქვს ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება. იყო “Tbilisi Youth House Foundation”-ის სამოქალაქო კლუბ “ემპათიას” ხელმძღვანელი და ამავე წლებში თბილისის მე-100 საჯარო სკოლის თვითმმათველობის პრეზიდენტი.

მარიამ კაპანაძე

კლუბი “ვიტალისის” ვიცე-პრეზიდენტი

სტუდენტური კლუბი “ვიტალისის” ვიცე-პრეზიდენტი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფარმაციის პროგრამის სტუდენტი.