დამფუძნებლის მისალმება
როდესაც ყველაფერი იწყებოდა, არც კი მიფიქრია, რომ მომიწევდა დამფუძნებლის სიტყვის წერა, მაშინ ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, რაც მომელოდა მომავალში ორგანიზაციასთან ერთად და ახლა, დღევანდელი გადმოსახედიდან, არ ვნანობ ჩემი ცხოვრება რომ დავუკავშირე ამ ორგანიზაციას. მთელი ამ დროის განმავლობაში, გავიცანი უამრავი ადამიანი და შევიძინე ახლო მეგობრები. გვქონდა წარმატებები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ, და გვქონდა წარუმატებელი პერიოდებიც, შევიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები, მივიღეთ ცოდნა, რომელსაც ვერ მივიღებდით ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, თითოეული ჩვენთაგანი გახდა რაღაც მეტის ნაწილი, ერთად მკაფიოდ გამოვხატეთ და დავისახეთ მიზნები, ბევრი რამ შევცვალეთ, თუმცა ამ მოვლენების, განცდების, იდეების, ახალ ნაცნობობის ქარტეხილში უცვლელი დარჩა ერთი რამ – ყველაზე მნიშვნელოვანი – ის, რომ ეს ორგანიზაცია არის შენი და შენ ხარ უმთავრესი. დიახ, შენ, ვინც ამას კითხულობ, ის ვისთვისაც ყველაფერი კეთდებოდა, ვინც ხვალ შეიძლება გახდეს ჩვენი წევრი, ჩვენი ან სულაც ჩემი მეგობარი; ის, ვინც ჩაერთვება ამ მორევში და შეავსებს საკუთარ ცხოვრებას ახლით. დიახ, ეს შენი ორგანიზაციაა! რადგან, მე მარტოს არაფერი გამომივიდოდა. მხოლოდ ერთად შევძელით აქამდე მოსვლა. ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვიყავით ისე, როგორს შენ, ამ ორგანიზაციის გარეშე.