ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში 25 სექტემბერს სასტუმრო “Rooms Hotel”-ში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ივანე თარხან-მოურავის დაბადების 170 წლისთავს. კონფერენცია ორგანიზებული იყო ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ. ჩვენი წევრებიდან მოხსენებით გამოვიდნენ რუსუდან გოლეთიანი, ელენე გველესიანი, ნანო კვარაცხელია, ვახტანგ თებიძე, ირაკლი მაცუკაშვილი და გიორგი ჩილინგარაშვილი. მათი თემები მომზადებული იყო ექიმების და პროფესორების ხელმძღვანელობითა და ჩვენი სხვა წევრების თანაავტორობით. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატები.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას ფეისბუქის გვერდზე, ასევე სამინისტროს საიტსა და ბერიტაშვილის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე.

კონფერენციაში მოწვევისათვისა და პარტნიორობისთვის დიდ მადლობას ვუხდით ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს.