სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი სახელწოდებით
“დასაქმების საფუძვლები” ჩატარდა.
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრმა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ტრენინგ ცენტრმა 2019 წლის 16 ნოემბერს “ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში” თბილისის სკოლების მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის სემინარი, სახელწოდებით – “დასაქმების საფუძვლები”, ჩაატარა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სემინარის მონაწილეთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა დასაქმების ბაზარზე.
სემინარი შეეხებოდა სივის, რეზიუმეს, თანდართულ და სამოტივაციო წერილებს. ამ სემინარის ფარგლებში მსმენელებს განემარტათ მათი მნიშვნელობები, სტრუქტურები და მათი გამოყენების წესები, ასევე, მიეცათ რამდენიმე რჩევა, რომელიც მათი წერისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა დამსაქმებლის ყურადღება მიიპყრონ და მოახერხონ შემდეგ ეტაპზე, გასაუბრებაზე, გასვლა.

შეხვედრა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, აკაკი გავაშელიშვილმა გახსნა და მოკლედ ისაუბრა ტრენინგ ცენტრის მისიასა და მიზანზე, რის შემდეგაც სიტყვა გადასცა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” პრეზიდენტს – ვახტანგ თებიძეს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო ორგანიზაციის მისია და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მოქნილ სტრუქტურას, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს მისთვის საინტერესო სფეროში განვითარების საშუალებას აძლევს.

სემინარს უძღვებოდნენ:
ანნა ხოფერია – “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” სრული წევრი, დიპლომირებული მედიკოსი, ფლექს პროგრამის მონაწილე და ამერიკული საბჭოების საუნივერსიტეტო წარმომადგენელი, ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში 3 წლიანი გამოცდილებით.
გვანცა ჩოგოვაძე – სამართლის ბაკალავრი, ბიზნეს სამართლის მაგისტრის სტუდენტი, ა/ო “სამოქალაქო მოძრაობის ” რეგიონალური კოორდინატორი, საქართველოს მომავლის აკადემიის დებატების ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი და დებატებში იმერეთის რეგიონის 2 გზის ჩემპიონი.

“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” ტრენინგ ცენტრი მადლობას უხდის:
– ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – National Science Library of Georgia პარტნიორობისთვის.
– სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლას, სსიპ – ქალაქ თბილისის 29-ე საჯარო სკოლა ს, სსიპ – ქალაქ თბილისის 190-ე საჯარო სკოლა ს და საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC School ს სემინარით დაინტერესებისთვის