28 ივლისს, სასტუმრო იოტაში (IOTA HOTEL Tbilisi) ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების (YSU) ეგიდით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “ეპიდრეგულაციები სტომატოლოგიაში”. შეხვედრა გახსნეს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების დამფუძნებელმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – საიდ აჯიანცმა და ახალგაზრული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა – ვახტანგ თებიძემ.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა სტომატოლოგიური კლინიკების ეპიდემიოლოგიური საკითხების გარჩევასა და განხილვას, რამაც სტომატოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს საშუალება მისცა, ემუშავათ ერთი სისტემით და ერთი ენით ესაუბრათ რეგულირების წარმომადგენლებთან. აღნიშნული რეგულაციის სისტემის განხილვა მორგებული გახლდათ ყველა სახის სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის და, რა თქმა უნდა, მოიცავდა დღევანდელ კანონმდებლობას.

კონფერენციას უძღვებოდნენ:

დავით ჩოკოშვილი – კლინიკური ეპიდემიოლოგი, სს “გეფას” სპიკერი ეპიდემიოლოგიაში 2018 წ, ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ვერცხლის წევრი და ეპიდემიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოცდაათამდე სტომატოლოგიური და მულტიპროფილური კლინიკების ეპიდრეგულაციების მენეჯერი და კონსულტანტი, რომელმაც განიხილა შემდეგი საკითხები:
✔️ სამინისტროს მიერ მომზადებული რეგულირების კითხვარის აუცილებლობისა და მნიშვნელობის ზოგადი შეფასება, შესავალი (პრაქტიკული ნაწილი);
✔️ სტომატოლოგიური კლინიკების ტექნიკური მოწყობა საერთაშორისო და სახელმწიფო რეკომენდაციების თანახმად;
✔️ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი და პრევენცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
✔️ სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა და ეზოს შეფასება;
✔️ დეზინფექცია და სტერილიზიაცია სტომატოლოგიურ კლინიკებში.

ლელა წიტაიშვილი – ექიმი სტომატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინგლისურენოვანი მიმართულებით, სტომატოლოგიის ქართული და ინგლისური პროგრამების ხელმძღვანელი, კლინიკა “ელ.თი. დენტალ სტუდიოს”-ს დამფუძნებელი და დირექტორი – მოხსენებით:
✔️ “ინფექციის კონტროლი – კლინიკა – ექიმი – პაციენტი”

ოთარ ჩოკოშვილი – MD, MPH. ეპიდემიოლოგი, HIV/AIDS მონაცემთა ბაზის ხელმძღვანელი, ინფექციური დაავადებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის სპეციალისტი – მოხსენებით:
✔️ სისხლისმიერი ვირუსული ინფექციების პრევენცია და ექსპოზიციისშემდგომი პროფილაქტიკა

სამუშაო შეხვედრამ ინტერაქტივისა და დისკუსიის ფორმატში ჩაიარა.
განხილულ იქნა ინფექციის კონტროლის რეგულირების საკითხები სხვადასხვა კუთხით და გაიცა ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პაციენტის მართვისათვის.

ეპიდემიოლოგის როლი მედიცინაში უდიდეს როლს თამაშობს ინფექციის პრევენციის საკითხებში. სტომატოლოგიაში ეპიდემიოლოგის მუშაობა ამ ეტაპამდე რჩება ნებაყოფლობით საკითხად, თუმცა მისი მუშაობა და სტრატეგიული დისკუსია ფრიად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ დაავადების პრევენცია უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე მისი მკურნალობა. სწორედ ეს საკითხია განსაკუთრებით ყურადსაღები და ამ მიმართულებით ბევრი კლინიკაა დაინტერესებული. ჩვენი მიზანია სტომატოლოგიური სფეროს მაქსიმალური მოცვა, რათა მოხდეს საერთო ჩარჩოში მოქცევა ყველა საჭირბოროტო საკითხისა.

ასევე ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ორგანიზაციის შექმნა PDCD (Professional development centre of dentist / სტომატოლოგთა პროფესიული განვითარების ცენტრი), რომელიც იზრუნებს სტომატოლოგიურ მომსახურებების, დაწესებულებებისა და დარგის სპეციალისტების, სერვისის, მომსახურების, უნარებისა და ცოდნის ამაღლებაზე.
აღნიშნული ორგანიზაციის პრიორიტეტია ის, რომ მის მიერ მიწოდებული ინტელექტუალური პროდუქტი ორიენტირებული იქნება პრობლემური და საინტერესო საკითხების სხვადასხვა რაკურსით დანახვაში.

ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს სტომატოლოგიურ სფეროში არსებულ ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან.

ასევე გვინდა კმაყოფილება გამოვხატოთ და მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო IOTA HOTEL Tbilisiსსა და მისი ღონისძიებების კორდინატორს – ანა მიქაძეს