2016 წლის 7-8 მაისს საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რადიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ექიმები მსოფლიოს 40მდე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ კონგრესის ორგანიზატორების კეთილი ნებით, ჩვენი ორგანიზაციისთვის გამოიყო ახალგაზრდული სექცია, რომელზეც ჩვენმა წევრებმა წარადგინეს მოხსენებები მათთვის საინტერესო საკითხებზე დიაგნოსტიკასა და რადიოთერაპიაში. დამსწრე ექიმებმა და პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ყველა მონაწილე სტუდენტმა აჩვენა მომზადების მაღალი დონე, წამოჭრილი საკითხების სიღრმისეული განხილვა და აქცენტირება უახლეს სამეცნიერო ინფორმაციაზე. ჩვენი წარმატებებისა და აქტიურობის გამო, ასევე საქმიანობის გასაგრძელებლად და მომავალი პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს რადოლოგთა ასოციაციის მიერ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ანგარიშზე გადაირიცხება 1000 ლარი.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციას და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მხარდაჭერისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თამშრომლობა სამომავლოდ გაგრძელდება.

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტების დაგეგმვაზე, რაც უფრო მეტ დაინტერესებულ სტუდენტს მისცემს ჩვენს საქმიანობაში ჩართვის საშუალებას.

სექციას უძღვებოდნენ აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა და გია სვანიძე.

სექციაზე მონაწილეობდნენ ჩვენი შემდეგი წევრები:

ელენე მარიამიძე – რადიოსიხშირული თერმული აბლაციის როლი ჰეპატოცელულური კარცინომის მკურნალობაში
E. Mariamidze – The possibilities of the radiofrequency thermal ablation in the treatment of HCC

რუსუდან გოლეთიანი, რუსუდან მამუჭაძე – ფლორბეტაპირ-F18/PiB-C11 ტრეისერების როლი და ახალი გამოწვევები ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკაში
R. Goletiani, R. Mamutchadze – The role of Florbetapir-F18/PiB-C11 tracers and new challenges in diagnostics of Alzheimer’s disease

ელენე გველესიანი, ნინო ყიფიანი, ნანო კვარაცხელია – ფლუორესცენტული მაგნიტური რკინის ოქსიდის ნანონაწილაკები კარდიული პრეკურსორი უჯრედების სელექციისთვის სტრომული სისხლძარღვოვანი ფრაქციიდან და მათი ოპტიმიზაცია MRI კვლევისთვის
E. Gvelesiani, N. Kipiani, N. Kvaratskhelia – Fluorescent magnetic iron oxide nanoparticles for cardiac precursor cell selection from stromal vascular fraction and optimization for magnetic resonance imaging

თამარ ჩიხელიძე – პროტონული თერაპიის მექანიზმი
T. Chikhelidze – Mechanisms of proton therapy

აკაკი გავაშელიშვილი, ნათია გაბედავა – ღვიძლის სიმსივნეების ბრაქითერაპია იტრიუმ-90-ით
A. Gavashelishvili, N. Gabedava – Liver tumors brachytherapy with Yttrium-90

ვახტანგ თებიძე, საიდ აჯიანცი – სხვადასხვა უჯრედული პროცესის როლი არაწვრილუჯრედული ფილტვის კიბოს რადიოთერაპიისადმი რეზისტენტობაში
V. Tebidze, S. Adjiantsi – The role of various cellular processes in a radiotherapy resistance of non small cell lung cancer

ირაკლი მაცუკაშვილი, მაკა ჯიჯიაშვილი – სხივური თერაპიის როლი BRCA მუტაციის მქონე ძუძუს კიბოს მკურნალობაში
I. Matsukashvili, M. Jijiashvili – The role of RT in BRCA1, BRCA2 mutation breast cancer treatment

ხათუნა წიკლაური – კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებაში.
Kh. Tsiklauri – The role of computed tomography in diagnosing of lung cancer.