თათია კვანტალიანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. I კურსი.

აბსტრაქტი

თანამედროვე წარმოდგენით, დედამიწას გარს აკრავს ოზონის ფენა, რომლის ნორმალური სისქე საშუალოდ შეადგენს 3 მმ-ს. ატმოსფერული ოზონი წარმოიქნმნება მოლეკულური ჟანგბადის დისოციაციის შედეგად მის მიერ რადიაციის 200 ნმ-ზე მოკლე სიგრძის ტალღის შთანთქმისას და შემდგომ ატომური ჟანგბადის მოლეკულასთან რეკომბინაციით.

არსებითია ოზონის ფენის გავლენა ბიოსფეროზე. მეცნიერთა აზრით, სიცოცხლე დედამიწაზე ოზონის ფენის არარსებობის დროს წყალში ჩამოყალიბდა.მოგვიანებით, როცა დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი გაჩნდა, მას მოყვა ოზონის ფენის წარმოქმნაც და სიცოცხლემ ხმელეთზე გადმოინაცვლა.

საქართველოში ატმოსფერული ოზონის საერთო რაოდენობის(ოსრ) გაზომვები პირველად 1957 წელს დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. შემდგომში ის გაგრძელდა და წარმატებით წარიმართა კახეთში, სამგრელოში, იმერეთში და თბილისის რამდენიმე უბანში. 1977 წლიდან დღემდე თბილისსა და სოფელ რუისპირში მიმდინარეობს მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის(მოკ) მონიტორინგი.

ცოცხალი ორგანიზმებისათვის მავნეა როგორც მცირე, ასევე დიდი კონცენტრაციის ოზონი. საქმე ისაა, რომ მას აქვს დიდი მადეზინფიცირებელი თვისება( სპობს ბაქტერიებს).ამიტომ ჰაერში მისი ნაკლებობის დროს თავს იჩენს ხოლმე სხვადასხვა სახის დაავდება, როგორც ადამიანში ,ისე ცხოველსა და მცენარეებში.

თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული დაკვირვებებისა და გაზომვების საფუძველზე დადგინდა, რომ გარკვეულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოზონის (სმოგური ოზონი) კონცენტრაციამ მიწისპირა ჰაერში 200მკგ/მ2 -ს მიაღწია.ასეთი კონცენტრაციის ოზონის ჰაერში არსებობა შეიძლება 17-18 საათს გაგრძელდეს, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ცოცხალ გარემოს.დადგენილია, რომ ასეთი დიდი კონცენტრაციის ოზონი ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედებს როგორც რადიაციული დასხივების ადექვატური დაზიანება.

ცნობილია, რომ ჭარბი ოზონის მავნე ზემოქმედებისაგან ბიოსფეროს დასაცავად საჭიროა ჰაერის სისუფთავის დაცვა ისეთი ძირითადი გამჭუჭყიანებლებისაგან, როგორიცაა აზოტი, ნახშირბადი, გოგირდის ჟანგეულები, ნახშირწყალბადები. ჭარბი ოზონი უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ ორგანოებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იგი იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტების მკვეთრ დაქვეითებას.შეიძლება უჯრედის დონეზე მუტაგენური მოქმედებაც,თავის ტვინზე დამაზიანებელი მოქმედებაც.დადგინდა, რომ ზამთარსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით მცირეა მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია და ცნობილია, რომ ამავე დროს უკავშირდება ინფექციურ დაავადებათა რაოდენობის მომატება.