👉 ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი გიწვევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს (ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის რეზიდენტები, ადიქტოლოგები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტები და ასევე სხვა სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ცნს-ზე – ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ოკუპაციური თერაპევტები, ეპილეპტოლოგები და სხვა).

👆 👍2019 წლის ივლისში პრაღაში ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, ა(ა)იპ „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ (YSU) სახით საქართველო ოფიციალურად გახდა ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის (EFPT) სრული წევრი.
EFPT 1992 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის 39 ქვეყნის ფსიქიატრიის რეზიდენტების ადგილობრივ ასოციაციებს, ახორციელებს გაცვლით, სამეცნიერო და სხვა სახის პროექტებს. მას აქვს კავშირები ფსიქიატრიის როგორც ევროპის (EPA), ასევე, მსოფლიო ასოციაციასთან (WPA). გარდა ამისა, ევროკავშირთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ფედერაციაში მოქმედებს სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებშიც ჩართვა ამიერიდან ქართველ რეზიდენტებსაც შეეძლებათ.

▶ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება მზად არის ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ უნიკალური საშუალების გასაზიარებლად და მოხარულნი ვიქნებით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრითა და თანამშრომლობით.

❗❗❗ ამ ეტაპისათვის ჩვენ გთავაზობთ:

📚🎉✅ პროფესიული სასწავლებელი გარემოს შექმნას (როგორც არაფორმალური, ასევე აკადემიური ხასიათის)

🚀✈🚩 EFPT-ის ფორუმზე გამგზავრებას, რომელიც გაიმართება რუმინეთში, ბუქარესტში.

🌆📖🎓 საზღვარგარეთ სტაჟირებებს (ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში)

👔👖💼 ცნს კონფერენციაში ჩართვას (როგორც ორგანიზატორის, ასევე მონაწილის სახით. მონაწილის სახით ჩართვის შემთხვევაში გთავაზობთ ფასდაკლებას) https://bit.ly/36TalEe <<<< ინფორმაცია კონფერენციაზე იხილეთ აქ.

💡📈🏆 თქვენი იდეების განხორციელებისთვის მეტი საშუალების მოპოვებასა და განხორციელების ხელშეწყობას.

🌃💻📣 ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის აქტივობებში ჩართვას (რაც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.)

🔍📖💲 საკუთარი კვლევის არსებობის შემთხვევაში დაგეხმარებით კონკურსზე კვლევის წარდგენაში (პრიზი 1000 €)

✊🔎📝 თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კვლევის დაგევმაში და განხორციელებაში.

👭👬🎉 და უბრალოდ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

❗❗❗ დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DfZ998AEYqFYjgFUA

✉📩📢 თქვენს მიერ დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელდება თქვენთან კომუნიკაცია, ამიტომ გთხოვთ მიუთითოთ მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია.

გისურვებთ წარმატებებს!