კლუბ “VITALIS”-ს სამეცნიერო მუშაობის მხრვივ პირველი წარმატება ხვდა წილად

– C ჯუფის კვლევამ “დროისა და სივრცის აღქმის ილუზიები”  მზის სინათლე იხილა ივ. თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების მიერ განხორციელებულ სტუდენტთა 76-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციაზე.  ნაშრომმა აუდიტორიის მხრიდან საკმაო მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

ნაშრომში სტუდენტები შეეცადნენ, დროისა და სივრცის აღქმის ილუზიები დაეკავშირებინდათ დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიასთან”, თუ როგორი შედეგები მიიღეს ამ კვლევის შედეგად, შეგიძლიათ ნახოთ სტატიის სრული ვერსია.

კვლევის ავტორები გახლავთ:  გიორგი ნაჭყებია, თეონა ტარიელაძე, რუსუდან გოლეთიანი, გიორგი  ნაცვლიშვილი, ლანა გულიაშვილი და საიდ აჯიანცი. კვლევას ხელმძღვანელობდა ბატონი რამაზ საყვარელიძე.

ასევე, ნაშრომი დაიბეჭდა ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მოხსენებათა კრებულში.