18 მარტს 15:30 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, რექტორის დარბაზში, გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბ „VITALIS“ – ის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. განსაკუთრებული პატივისცემით მოწვეული იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები.

კლუბი წარადგინა ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა მიხეილ ჯანჯღავამ. ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ ხაზი გაუსვა კლუბის მნიშვნელობას და თვითმართველობის სახელით კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კლუბის პრეზიდენტმა, საიდ აჯიანცმა სტუმრებს გააცნო კლუბის მიზნები, სტრუქტურა და სამომავლო გეგმები. ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გოდერძიშვილმა ისაუბრა კლუბის ჩამოყალიბების იდეის შესახებ. ყურადღება გამახვილდა სტუდენტების მონდომებასა და საჭიროებებზე, ხაზი გაესვა მათს წამოწყებულ საქმიანობაში პროფესორების დახმარების საჭიროებას. კლუბის წევრებმა კი საკუთარი ჯგუფი და სამუშაო სფერო წარადგინეს.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,  თავის მხრივ, პროფესორებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი კლუბის შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კლუბში გაწევრიანების მსურველებმა გაიარეს წინასწარი რეგისტრაცია. შეხვედრა დაგვირგვინდა „VITALIS“ – ის ტორტის გაჭრით.

სტატია ფოტოებით.