1-ლ დეკემბერს სტუდენტური-სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები ეწვივნენ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს. ექსკურსია ორგანიზებული იყო სტუდენტური-სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრების ლადო მშვიდობაძის, მარიამ კასრაძის (მარიამ კასრაძე), მარეხ ჯოჯუასა და მარიამ კაპანაძის  მიერ – “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” მხარდაჭერით.

აღნიშნული ექსკურსია ატარებდა შემეცნებით ხასიათს, ასევე მიზნად ისახავდა კლუბის ახალ წევრებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გამყარებას.

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი შეიქმნა 1963 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1967 წელს. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი – მიხეილ შენგელია, რომელსაც საქმიანი დახმარება გაუწიეს ვ. ჟღენტმა, კ. ერისთავმა, პ. ქავთარაძემ, გ. მარუაშვილმა და სხვებმა.

მუზეუმში დაცულია მედიცინის დარგის ისტორიასთან დაკავშირებული ანტიკური და თანამედროვე ეპოქის იშვიათი და უნიკალური ექსპონატები: პირადი ფონდები, საარქივო მასალა, არქეოლოგიური მონაპოვრები, ეთნოგრაფიული მასალა, ხელოვნების ნიმუშები (ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის და სხვა ნახატები, ქანდაკებები), ძველი სამედიცინო აპარატურა, სამედიცინო სარუტუალო და მაგიური დანიშნულების ნივთები, სამედიცინო ხელნაწერები, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმები, ანთროპოლოგიური მასალა, 40-ზე მეტი ექსპედიციის ეთნოლოგიური მასალები, ინგლისურენოვანი სამედიცინო და ძველი უნიკალური წიგნების ბიბლიოთეკა და სხვა.

მუზეუმში მეგზურობას გვიწევდა გიდი, რომელმაც უამრავი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.

ექსკურსიამ ძალიან დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა ახალგაზრდების მხრიდან. სსკკ “ვიტალისი” აპირებს განაგრძნოს მსგავსი აქტივობების განხორციელება და მეტად ფართომასშტაბიანი გახადოს ის.