9 ივლისს სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბ “ვიტალისის” პრეზიდენტმა – მარეხ ჯოჯუამ და ახალგაზრული სამეცნიერო გაერთიანების ეპიდემიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა და გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტმა – დავით ჩოკოშვილმა – ტელეკომპანია “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “ობიექტივის დილა” პაატა ჯოხაძესთან და კატო ბარამიძესთან ერთად ისაუბრეს ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტის შესახებ – “ეპიდრეგულაციები სტომატოლოგიაში”, რომელიც მიზნად ისახავს სტომატოლოგიური კლინიკების ეპიდემიოლოგიური რეგულაციების საკითხების განხილვას.