ფლაიერის ჩამოტვირთვა

plyer-10-oct-1      plyer-10-oct-2

ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ყოველწლიურად განიხილება ამ სფეროში არსებული პრობლემები, ასევე, იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ასამაღლებლად. 2016 წლის 10 ოქტომბრის თემაა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, მისი გადაჭრა მხოლოდ მედიცინის საშუალებით ვერ მოხერხდება, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური ურთიერთგაგება და მხარდაჭერა. საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება. ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს არსებული სტიგმის აღმოფხვრა. ეს რომ შესაძლებელი იყოს, თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ამ საკითხში საკუთარი ცნობიერების ამაღლებაზე.

10 ოქტომბერთან დაკავშირებით საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ 18:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება საჯარო ლექცია, ამის შემდეგ კი ჩვენი ორგანიზაცია ბიბლიოთეკიდან რიყის პარკამდე მოაწყობს მსვლელობას, რის შემდეგაც კი რიყის პარკიდან სიმბოლურად გავუშვებთ ფრანებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის #7.

პატივიცემით,

YSU – ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება

ysu.ge
fb.com/UnionVitalis
info@ysu.ge

Youth Scientific Union & SSRC Vitalis