თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად ადამიანთა ცივილიზაციის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. ბუნებრივი სისტემების შემდგომ დეგრადაციას მივყავართ ბიოსფეროს დესტაბილიზაციისკენ, მისი ერთიანობის რღვევისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი გარემოს ხარისხის შენარჩუნების უნარის დაქვეითებისაკენ.
საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა მიმდინარე ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ როგორც მძიმე და ნეგატიური ტენდენციების მქონე, რაც თანდათან იღებს სერიოზული საფრთხეების შემცველ ხასიათს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ თუ ჩავთვლით ეკოლოგიურ პრობლემების ერთობლიობას 100%–ად მათი 40-50% მოდის ადგილობრივ არამეურნეობრივობაზე, უპასუხისმგებლობაზე, ხშირ შემთხვევაში ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოების გაუცნობიერებულობაზე, რომელთა აღმოფხვრა მთლიანად დამოკიდებულია თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებაზე და დაკავშირებული არაა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.
2017-2018 წლების პერიოდში დაიწვა და განადგურდა ჰექტრობით ტყე. ასევე თბილისის შემოგარენში არსებულ ტბებზე და ბუნებაში ხორციელდება მასიური გასვლები და დასასვენებელი პიკნიკები, რის შემდგომაც ბინძურდება გარემო.

⚫️ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU) და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისი” მიზნად ისახავენ, ჩაერთონ ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებში, ამიტომ შეირჩა ლოკაცია თბილისის სიახლოვეს და მოხალისეობრივი ინიციატივით.
⚫️ დასასუფთავებელ ტერიტორიად აირჩა გლდანში არსებული “თეთრი ტბის” მიმდებარე ტერიტორია.
⚫️ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვისაც სურვილი ექნება შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დაასუფთავოს გარემო.