ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება არის ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ორგანიზაცია, რომელთა მისიაა, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მეცნიერების პოლულარიზაციასა და განვითარებას. ჩვენს გუნდში შეხვდებით სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა თუ პროფესიული ინტერესების მქონე ახალგაზრდებს, რომელთა მიერ განხორციელებული პროექტების ფართო სპექტრში შედის კვლევები, პუბლიკაციები, კონფერენციები, ტრენინგები, სამეცნიერო მედია, საგანმანათლებლო პროექტები, საქველმოქმედო ღონისძიებები და ა. შ.
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
და გახდით ჩვენი გუნდის წევრი
ჩვენი საქმიანობის არეალი
შემოგვიერთდით !
მრავალფეროვანი აქტივობები
მულტიდისციპლინარული გუნდი
მოქნილი და კომფორტული სამუშაო გარემო
არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
გუნდის სოციალური ცხოვრება
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი
ვახტანგ თებიძე - ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტი
ჩემთვის უდიდესი პატივი და ბედნიერებაა, ჩვენი ორგანიზაციის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვემსახურო იმ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებას, რაც ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას აქვს გაცხადებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ენთუზიაზმით, სულისკვეთებით, ინტელექტუალური და მორალური ღირებულებებით ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლით!
ჩვენი გაერთიანების სახელით ყველას დიდ მადლობას ვუხდი ამ საქმეში შეტანილი თავისი წვლილისთვის!