მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი დაარსდა 2019 წელს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების წევრების მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების გაერთიანება შემდეგი მიმართულებით: ფსიქიატრია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, სოციოლოგია, ნარკოლოგია.

მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი ფსიქიატრიის რეზიდენტთა ევროპის ფედერაციის (EFPT) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. შესაბამისად დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიული დახელოვნების აქტივობებში.

ამასთან წევრებს ეძლევათ საშუალება განავითარონ საკუთარი იდეების ჩამოყალიბების, დაგეგმვის და განხორციელების, ჯგუფში მუშაობისა და ჯგუფის კოორდინირების უნარები და ასევე ითანამშრომლონ შესაბამისი მიმათულების სპეციალისტებთან.

ორგანიზაციაში აღნიშნული დეპარტამენტი კურირებს შესაბამისი თემატიკის პროექტებს, იდეებსა და წამოწყებებს. დეპარტამენტის ეგიდით ხორციელდება კონფერენციები, კვლევები, საჯარო ლექციები, ტრენინგები და სხვა ფორმატის პროექტები.

მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის, როგორც ამავე/მომიჯვნე სფეროში მოღვაწე სპეციალისტებთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

დეპარტამენტის ელ. ფოსტა: mentalhealth.ysu@gmail.com

დეპარტამენტის ადმინისტრაცია:
+995595400185
+995599789349