21 -22 ნოებერს ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ ჩაატარა ტრენინგების ციკლი ლიდერობასა და მართვის ფსიქოლოგიაში. ტრენინგი 2-დღიანი იყო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ თეორიული ცონდა და გამოემუშავათ უნარ-ჩვევები, ტრენინგი ასევე მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, პრეზენტაციებს და როლურ თამაშებს.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ლიდერობას და ლიდერობის ასპექტებს. ტრენინგს უძღვებოდნენ საიდ აჯიანცი და ხათუნა წიკლაური.
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთი სახალისო თამაშის მეშვეობით ასევე გამოთქვეს მოლოდინები, თუ რისი მიღება სურდათ ტრენინგისაგან. პროცესმა მხიარულად და საინტერსოდ ჩაიარა. შემდეგ კი ტრენერებმა განიხილეს ლიდერობის არსი, ლიდერობის თეორიები და ლიდერობის სტილები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ როლური თამაშების მეშვეობით უშუალოდ ჩართულიყვნენ პროცესში და პრაქტიკულად განეხორციელებინათ ლიდერის მოვალეობები, ფუნქციები, მსჯელობდნენ და მართავდნენ დისკუსიებს.
22 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,მართვის ფსიქოლოგია“.აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა ლიკა ოხანაშვილი.
ტრენინგზე განხილული იყო თემასთან დაკავშრებული ძირითადი საკითხები, როგორიცაა: გუნდის შექმნის პრინციპი,მოტივაციის სისტემა, დარწმუნების თეორია და გადაწყვეტლების მიღების პროცესის ძირითადი ასპექტები.
მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში როგორც დისკუსიით ასევე იმპროვიზაციული გამოსვლებით. ტრენერი ცდილობდა მსენელისთვის გასაგები ენით მიეწოდებინა ინფორმაცია როგორც მართვის, ასევე კომუნიკაციური უნარების შესახებ. მონაწილეებმა მიიღეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რაც შემდეგომში საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები და დაისახონ მიზნები წარმატებული მომავლისაკენ.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა და ტრენერებმა ერთობლივად განიხილეს მონაწილეებისაგან გაწერილი მოლოდინები. ტრენინგის ორივე დღემ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მონაწილეებს წარმატებებს დასახულ გზაზე და წარმატებულ ლიდერებად ჩამოყალიბებას. სამომავლოდ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და ხელს შეუწობს ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებას.