ლექციის თარიღი და დრო

24 სექტემბერი, 2021 @ 20:00

ჩატარების ადგილი

ონლაინ / პირდაპირი ტრანსლაციით

რეგისტრაციის ბოლო ვადა

23 სექტემბერი, 2021 @ 23:00

საჯარო ლექციის შესახებ

“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება” გიწვევთ აკაკი ტყემალაძის საჯარო ლექციაზე
“ფსიქიკური ჯანმრთელობა და დანაშაული”.

ამ ლექციაზე გაეცნობით საზოგადოების მიერ საფრთხედ აღქმული ფსიქიკური მდგომარეობების ინტერპრეტაციებს, პერსონოლოგიური აშლილობების მაგალითებს და გაიგებთ, როგორია მენტალური ჯანმრთელობის როლი დანაშაულთან მიმართებაში.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • სტატისტიკა (ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა წილი დამნაშავეთა შორის)

  • შერაცხდობისა და შეურაცხადობის ცნებები, მათი ფორმულირება სხვადასხვა სკოლის მიერ, სტანდარტები და ინტერპრეტაციები

  • შერაცხადობის ტიპები

  • პიროვნული აშლილობები, მათი მაგალითები

  • ქმედითუნარიანობის საკითხები

ლექციას წაიკითხავს

აკაკი ტყემალაძე
ექიმი-ფსიქიატრი, ``სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს`` ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე