კონფერენციის თარიღი

23 ოქტომბერი, 2021

ჩატარების ადგილი

თბილისი, საქართველო (რეგულაციების დაცვით)

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა

10 სექტემბერი, 2021

კონფერენციის შესახებ

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისი” მართავს კონფერენციას თემაზე “მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მედიცინაში”. მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად სიახლეები, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად მატულობს, მისი განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორიგინალური, კვლევებზე დაფუძნებული სიახლეების გაზიარებას და მეორე მხრივ, მათი გამოყენების დანერგვას კლინიკურ მედიცინაში.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

საინტერესო დისკუსიები

შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში თქვენთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად.

თემების ფართო არჩევანი

შეგეძლებათ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოხსენება წარადგინოთ როგორც ფარმაკოთერაპიული, ასევე — ქირურგიული მიმართულებით

მომავალი განვითარების პერსპექტივა

თქვენ გეძლევათ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით კლუბ “ვიტალისში” გაწევრიანების, წევრების გაცნობისა და სხვა პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა.

გამოცდილება და უფასო მონაწილეობა

თქვენ მიიღებთ სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავებისა და აკადემიურ ღონისძიებაზე მისი წარდგენის გამოცდილებას, რაც დაგეხმარებათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. და რაც მთავარია, ამ კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო!

მონაწილეობის პირობები

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების III-VI კურსების სტუდენტებს, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში წარმოადგენენ ზეპირ მოხსენებებს.

მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

კარდიოლოგია
ნევროლოგია
ონკოლოგია
გინეკოლოგია – რეპროდუქტოლოგია
ალერგოლოგია – იმუნოლოგია

ენდოკრინოლოგია
ინფექციური დაავადებები
ტრავმატოლოგია
ოფთალმოლოგია
რევმატოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია
უროლოგია
ნეფროლოგია
რადიოლოგია და ბირთვული მედიცინა

რეგისტრაცია

კონფერენციამდე დარჩა
2021/10/23 10:00:00