ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. დღეს, 2018 წლის 16 იანვარს, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა პრეზიდენტობის პოსტი დაუთმო ვიცე-პრეზიდენტ ვახტანგ თებიძეს.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის ოქტომბერში საიდ აჯიანცმა დააფუძნა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და ის ამ დროიდან ორგანიზაციის პრეზიდენტის, ხოლო ვახტანგ თებიძე კი – ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. დღეს საიდ აჯიანცმა ოფიციალურად გადასცა საპრეზიდენტო პოსტი ვახტანგ თებიძეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელმა გუნდმა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი დაიკავებს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და იქნება ორგანიზაციის ერთ-ერთი ოქროს სტატუსის მქონე წევრი.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანების სტრუქტურა შედგება სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “Vitalis”-ისგან, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის სტუდენტურ პლატფორმას, და ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების კვლევითი ჯგუფისგან.

ამ ეტაპზე ორგანიზაციაში პოზიციები შემდეგნაირად ნაწილდება:

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება:

  • პრეზიდენტი – ვახტანგ თებიძე
  • ვიცე-პრეზიდენტი – აკაკი გავაშელიშვილი

კლუბი “VITALIS”:

  • პრეზიდენტი (დროებითი მოვალეობის შემსრულებელი) – აკაკი გავაშელიშვილი.
  • ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო მიმართულების ხელმღვანელი – ხათუნა წიკლაური. Khatuna Tsiklauri
  • პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – მარიამ შავერდაშვილი. Mariam Shaverdashvili
  • რესურსების მართვის ხელმძღვანელი – მზია გოისაშვილი. Mzia Goisashvili
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – სალომე ყიფშიძე. Salome Kipshidze

YSU-ს სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი:

  • ხელმძღვანელი – გიორგი დევიძე.
  • მთავარი მოადგილე – გიორგი ქუთათელაძე.

ჩვენი ორგანიზაცია ვულოცავთ ვახტანგ თებიძეს ახალ პოზიციაზე გადასვლას, წარმატებებს და ახალი მიზნების მიღწევას ვუსურვებთ!