2018 წლის 20 სექტემბერს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული სამეცნიერი გაერთიანებასა“ და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“  შორის გაფორმდა ურთერთთანამშრომბლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის და ახალგაზრდებისათვის სასარგებლო საქმიანობის წარმართვას, რაც გულისხმობს  ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდების ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მემორანდუმის თანახმად მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო პროექტების, კერძოდ , სამეცნიერო კვლევებისკონფერენციებისკონგრესებისსაჯარო ლექციებისმასტერკლასებისტრენინგების, საქველმოქმედო აქციისა და საზოგადო აქტივობების წარმართვისთვის.
ურთერთთანამშრომბლობის მნიშვნელოვანი ამოცანაა ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მემორანდუმს ხელი ,,ახალგაზრდული სამეცნიერი გაერთიანების“ დამფუძნებელმა და წარმომადგენელმა – საიდ აჯიანცმა და შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა – ლაშა კილაძემ მოაწერეს.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები გადადგმული იქნება პროექტ  „ზღვარის“ განხორციელებისას.
პროექტის შესაღებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე.