ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება კვლავ აგრძელებს საკუთარი წევრების ცოდნის ამაღლებასა და უნარჩვევების განვითარებაზე ზრუნვას. 2018 წლის 23 დეკემბერს “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” წევრებისათვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით “დასაქმების საფუძვლები – Employment Basics

   ტრენინგი ჩატარდა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ტრენინგ ცენტრის” ორგანიზებით. ტრენინგს უძღვებოდნენ გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი აკაკი გავაშელიშვილი და ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სტუდენტური პლატფორმის, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრი ანნა ხოფერია, რომლებმაც შეძლეს მაქსიმალურად მეგობრული და მასალის ასათვისებელი გარემოს შექმნა.

   აღნიშნულ ტრენინგზე ტრენერებმა ნათლად გააცნეს დამსწრეებს თუ რას წარმოადგენს CV, რეზიუმე, სამოტივაციო და თანდართული წერილი, რა განსხვავება და მსგავსებაა CV/რეზიუმესა და სამოტივაციო/თანდართულ წერილებს შორის, განხილულ იქნა შესაძლო ვარიაციები, მათი მნიშვნელობა, გამოყენების პრინციპები და საჭიროება. ხაზი გაესვა საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე მიღებულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. ტრენინგის პროცესში ჩატარდა CV სა და სამოტივაციო წერილის წერაზე ორიენტირებული სემინარი. აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგის შემდგომ მონაწილეებს ექნებათ საკუთარი თავის დოკუმენტურად  წარდგენისა და დამსაქმებლის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინების საშუალება.

   ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნული ტრენინგის მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის სს “საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს ფილიალს საქართველოში”.