წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, 10-14 ივლისის განმავლობაში იმართება EFPT-ის (European Federation of Psychiatric Trainees) რიგით 27-ე ფორუმი, სადაც საქართველოს წარმოადგენს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება და მისი წევრები:

– საიდ აჯიანცი – გაერთიანების დამფუძნებელი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

– ვახტანგ თებიძე – გაერთიანების პრეზიდენტი.

– აკაკი გავაშელიშვილი – გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი.

– მარიამ ხუჯაძე – გაერთიანების სრული წევრი.

– მარი ხარშილაძე – გაერთიანების სრული წევრი.

ამ ფორუმს წელს ესწრებიან 46 ქვეყნის წარმომადგენლები როგორც ევროპის, ასევე, სხვა კონტინენტების ქვეყნებიდანაც.

ფორუმი ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა Adam Vojtěch-მა გახსნა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სამედიცინო სპეციალისტთა ევროპის კავშირის (UEMS) საპატიო მდივანი Jozef Dragasek და ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე Mariana Pinto Da Costa.

წელს ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას აქვს შესაძლებლობა, გახდეს EFPT-ის სრული წევრი და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ამ ფედერაციაში ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების გაწევრიანება საქართველოს ახალგაზრდა ფსიქიატრებსა და რეზიდენტებს პროფესიული ზრდისა და განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

გაწევრიანების შესახებ კენჭისყრის გზით
გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამა წლის 14 ივლისს ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე.